Digest Logo

🎥 „არის პერიოდი, როდესაც შეგიძლია მოიხსნა უამრავი ემოციური ტვირთი...“ - ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება ახალმთვარეობა მორიელში ნეგატიური/ჰარმონიული

1763657395
უჩა სიხარულიძე

20 ნოემბერს ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, 28-ე გრადუსზე თბილისის დროით 10:47 საათზე გვქონდა. მისი გავლენა რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ეს პერიოდი დატვირთულია ღრმა ტრანსფორმაციებით, გარდაქმნით, მოულოდნელობით და ასევე დატვირთულია კარმული თემებით, რომელიც მოქმედებს როგორც პირად, ასევე სოციალურ დონეზე.

ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება ახალმთვარეობა მორიელში ნეგატიური/ჰარმონიული - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი უჩა სიხარულიძე საუბრობს:

„სამყაროში ხშირად არის ისეთი ენერგიები, რაც გვეხმარება გარკვეული მიმართულების მიცემაში, ზოგჯერ ეს ენერგიები უარყოფითია, ზოგჯერ დადებითია, ხელს გვიშლიან ან ხელს გვიწყობენ. 

20 ნოემბრიდან არის პერიოდი, როდესაც შეგიძლია მოიხსნა უამრავი ემოციური ტვირთი. ეს პერიოდი განსაკუთრებით ეხებათ მათ, ვინც დაბადებულია 15-დან 24 რიცხვის შუალედში. 

ვისთვის იქნება ნეგატიური ეს პერიოდი?

ეს პროცესი შედარებით მტკივნეულად შეეხებათ, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში ჰარმონიული და ბევრი ტრანსფორმაციის მომტანი იმ მერწყულებისთვის, ვინც დაბადებულია 15-დან 18 თებერვლის შუალედში.

ნეგატიური იქნება იმ ლომებისთვის, ვინც დაბადებულია 20-23 აგვისტოს შუალედში და კუროებისთვის, ვინც დაბადებულია 18-22 მაისის შუალედში. 

ვისთვის იქნება შედარებით ჰარმონიული და დადებითი ეს პერიოდი? 

კირჩხიბისთვის, რომლებიც დაბადებული არის 18-21 ივლისის შუალედში. 

თევზებისთვის, რომელიც დაბადებულია 17-20 მარტის შუალედში“, - ამბობს უჩა სიხარულიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მობოდიშების პოზიცია განსაზღვრავს შენს ვიბრაციულ სიხშირეს, რომლის გამოც ხდები ავად, ხარ წარუმატებელი, დეპრესიული, უენერგიო, უსიცოცხლო და უსიხარულო“ - ხათუნა მუზაშვილი

„ბევრს სჯერა იმ ხელოვნურად შექმნილი ილუზიის, რომ მეცნიერება და ეზოტერიკა, ან თუნდაც რელიგია, ერთმანეთის მოსისხლე მტრები, სრულიად განსხვავებული და შეუთავსებელი სამყაროა“ - რას წერს ვატო მსხილაძე

„ერთმანეთს ეჯიბრებით აბა, ვინ უფრო კარგად დასცინებს და „გულს აირევს“ ამ ბიჭებზე და აბა, ვინ უფრო თე@ლად იღადავებს, რომ მეტი ლაიქი აიღოს“ - „მასტერი“ ეროვნული ნაკრების კრიტიკაზე