„ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის“ დამფუძნებელი, დირექტორი და ტრენერი ხათუნა მუზაშვილი სოციალურ ქსელში სასარგებლო და მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, მობოდიშების პოზიცია განსაზღვრავს შენს ვიბრაციულ სიხშირეს, რომლის გამოც ხდები ავად, ხარ წარუმატებელი, დეპრესიული, უენერგიო, უსიცოცხლო და უსიხარულო:
„რა უხერხულია, როცა მუდმივად გიწევს თავის მართლება იმის გამო, რომ სხვაზე უკეთ ხარ...
აქ 5 ფაქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს:
1. მობოდიშებით საუბრის ჩვევა, ანუ გაუაზრებელი საუბარი...
2. წინაპართაგან გადმოცემული ტრადიციული ღირებულებების გაზიარება - ვინც ეწამა ის „კარგი ტიპია“
3. საზოგადოებაზე ძალიან ცუდი აზრის ქონა - ანუ, გგონიათ რომ მათ თქვენი სიკეთე არ გაეხარდებათ...
4. არასწორ საზოგადოებაში ყოფნა - ზუსტად იცი, რომ არ გაეხარდებათ და ამის დანახვა არ გინდა.
5. გგონია რომ არ იმსახურებ კარგად ყოფნას და გეუხერხულება.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს მობოდიშების პოზიცია განსაზღვრავს შენს ვიბრაციულ სიხშირეს, რომლის გამოც ხდები ავად, ხარ წარუმატებელი, დეპრესიული, უენერგიო, უსიცოცხლო და უსიხარულო.
გენერალური დალაგების დროა!
❗მოიშორე მავნე ჩვევა
❗მოიშორე ის, ვისაც შენი კარგი არ უხარია
❗მოიშორე ტრადიცია, რომელიც მავნებელია“, - წერს ხათუნა მუზაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: