Digest Logo

„არის შეცდომების და გაუგებრობის რისკი“ - 9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1754684543
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი 9 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს: 

ჰოროსკოპი 9 აგვისტოსთვის

მთვარის დღე — 16/17

მთვარის ფაზა — სავსე მთვარე მერწყულში

ვერძი

დღეს შინაგანი დაძაბულობა მაღალია, ამიტომ კამათის რისკიც იზრდება. ეცადეთ არ აფეთქდეთ და უფრო პოზიტიური ხედვა შეინარჩუნოთ. კონფლიქტს ჯობია — კომპრომისი. ყველას ვერ შეარიგებთ, მაგრამ კარგ დამოკიდებულებას შეინარჩუნებთ.

კურო

საჭიროა ძალისხმევა, რომ თანამოსაუბრემ სწორად გაგიგოთ. რაც ნაკლებად იქნებით ემოციური, მით უკეთესი. იმოქმედეთ დალაგებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ.

ტყუპი

გადალახეთ დაბრკოლებები — ყველაფერი გამოგივათ. ირწმუნეთ საკუთარი ძალა. საღამო იდეალურია შემოქმედებისთვის: მოძებნეთ თვითგამოხატვის ახალი ფორმა და სიამოვნებასაც მიიღებთ.

კირჩხიბი

ცუდ ხასიათზე ხართ და ირონიის სურვილი გაქვთ. მაგრამ ფრთხილად — რამდენად ღირს ურთიერთობის გაფუჭება? სჯობს გაჩუმდეთ ან ენერგია ფიზიკურ აქტივობაში გადართოთ.

ლომი

დღეს შეიძლება ისეთი ინფორმაცია მიიღოთ, რომ რაღაც საკითხზე შეხედულება შეგეცვალოთ. მუშაობის სურვილი არ იქნება, მაგრამ ძალით მაინც გააკეთებთ. ეცადეთ შთაგონების წყარო იპოვოთ — ჰობი ან მოგზაურობაზე ოცნება.

ქალწული

კრეატიულობა და კოლეგებთან მეგობრული დამოკიდებულება წინ წაგწევთ. იყავით აქტიური საქმეში — მალე აღიარებას მიიღებთ. პირადში ნუ იქნებით ინერტული — გააკეთეთ სიურპრიზი ან რომანტიკული ჟესტი.

სასწორი

მხიარული ხართ, მაგრამ მუშაობის სურვილი ნაკლებად გაქვთ. ბევრ რამეზე ფიქრობთ და ოცნებობთ. თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ — ნუ უარყოფთ. მიზანს უფრო მარტივად მიაღწევთ. საღამო გაატარეთ ისე, როგორც თავად გინდათ.

მორიელი

დღეს ჰაერში ზოგადი დაძაბულობაა. სადაც არ უნდა მიხვიდეთ, თითქოს ყველა აგრესიით გხვდებათ. ეცადეთ თავად დარჩეთ მეგობრულად. ზოგჯერ ადამიანები მხოლოდ გარედან მკაცრები ჩანან. დასვენება გჭირდებათ — მალე ამის დროაც მოვა.

მშვილდოსანი

გაგიმართლებთ — შეგიძლიათ ახალი ნაცნობობის წრე გააფართოვოთ. ამ ხალხში იქნებიან მომავალი მეგობრებიც. თამამად დაუკავშირდით მათ, ვინც დაგაინტერესებთ. ფინანსურ ავანტიურებს კი სჯობს თავი აარიდოთ.

თხის რქა

დღეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. სხვები ვერ დაგეხმარებიან ან დაგეხმარებიან ისე, როგორც თქვენ არ გჭირდებათ. არ გადაიტვირთოთ ნეგატიური ფიქრებით — მოიძიეთ პოზიტივი და იყავით მეგობრულ ადამიანებთან.

მერწყული

ფრთხილად იყავით სამუშაოზე — არის შეცდომების და გაუგებრობის რისკი. ნუ იჩქარებთ — იმოქმედეთ სისტემატურად და ხშირად დაისვენეთ.

თევზები

დღეს არ არის კარგი დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. ისინი შესაძლოა გაჭიანურდეს ან საერთოდ გაიჭედოს. უმჯობესია იოლი საქმეებით დაკავდეთ. სიყვარულში — იყავით აქტიური და თბილი. გაახარეთ საყვარელი ადამიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ერთი დიდი ორსართულიანი ფილმი იყო მისი დაკრძალვაც, და, პრინციპში, მთელი ცხოვრებაც“ - ელდარ შენგელაიას შვილიშვილი ემოციურ მიმართვას ავრცელებს

⭕ამინდი იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

🎥 „კისრიდან ფეხები მემკვიდრეობით გქონიათ!“ - ნუკი კოშკელიშვილი დასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს