Digest Logo

ამინდი იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

1754674221
ქარი და წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„08.08 — კარმული ძალის და გარდაქმნის დღე, როცა სამყარო გვაძლევს შესაძლებლობას გავლენა მოვახდინოთ საკუთარ ბედზე“ - თაკო მელიქიშვილის რჩევები!

⭕ლაშა ტალახაძემ მეუღლის და შვილის დაბადების დღე აღნიშნა - კადრები

📸 რუსკა ქარქაშაძე ზაფხულის ცხელ დღეებს ესპანეთში ატარებს