ბიოენერგეტი, ფიზიო-ფსიქოთერაპევტი, რომელსაც სოციალურ ქსელში „თეთრი მაგის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ხელნაკეთი ნივთების შეძენის საფრთხეზე საუბრობს.
იგი გვირჩევს, რომ თუ გამყიდველი დამზადებულ ნივთზე გვეუბნება, რომ ამის დამზადებისას ღამეები ათენა, იწვალა, იტანჯა - არავითარ შემთხვევაში არ ვიყიდოთ და არც შევეხოთ:
„ეს ინფორმაცია უნდა ითქვას!
ძალიან ხშირად, ხელნაკეთ ნივთებში აღინიშნება ნეგატიური ენერგია და რატომ?
იმიტომ, რომ ხელნაკეთ ნივთებში არის ტანჯვის ენერგია. თუ გამკეთებელი, კრეატორი, გამყიდველი გეუბნებათ, რომ ეს ნივთი ხელნაკეთია, გაკეთებულია მის მიერ და ამის გაკეთების გამო მან ძალიან იწვალა, ეს შეიძლება ზუსტად ამას ნიშნავდეს და მეორეს მხრივ, ადამიანი ცდილობდეს, დაგარწმუნოს, რომ აი, ამხელა შრომა აქვს ჩადებული და მისი ნაკეთობა არის ღირებული ამის გამო, მაგრამ როდესაც გაჟღერდება ინფორმაცია, რომ ამ ნივთის გაკეთების გამო გამკეთებელმა ძალიან იწვალა, იტანჯა, ეწამა, ღამეები ათენა და ა.შ.- ხელი არ მოჰკიდოთ! ყიდვაზე საუბარი ზედმეტია, არავითარ შემთხვევაში ხელი არც კი მოჰკიდოთ ნივთს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტანსაცმელი, სამკაული, სანთელი, ნივთი...
თუ გრძნობთ, ან თუ გამყიდველი გეუბნებათ, ამის გაკეთების დროს დაიტანჯა - ასეთ ნივთს არ მოჰკიდოთ ხელი.
გაცნობიერებამდე, ხალხი თვლიდა, რომ რაც უფრო მეტი ტანჯვა და წვალება იყო ჩადებული რაიმეში, ის მეტად ფასობდა. ჩვენ, როგორც კოლექტივი, უნდა გამოვიდეთ ამ კარმიდან, როდესაც იყიდებოდა ტანჯვა! ტანჯვას ადამიანები ყიდულობდნენ. ეს იყო ინფორმაციულად თუ ფიზიკურად.
ყველაზე მეტი გასაღება აქვს ინფორმაციას, რაც ტანჯვას შეიცავს“, - ამბობს ფიზიო-ფსიქოთერაპევტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძველი ფორმა იშლება, რათა ახალი ცნობიერება დაიბადოს...“ - ასტროლოგი 13 მარტის ასტროლოგიურ ენერგიაზე