ციფრები ადამიანის ბედ-იღბალზე დიდ გავლენას ახდენს. განსაკუთრებით ეს ეხება დაბადების თარიღს. კერძოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ თვის რომელ რიცხვშია დაბადებული ადამიანი, რადგან ეს მომავალში მის სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს.
ფაქტია, რომ ადამიანის ბედზე მთვარის კალენდარი ნამდვილად მოქმედებს. დაბადების დღის რიცხვი, თქვენს მომავალს გარკვეულწილად განსაზღვრავს:
1, 7, 13, 19, 24 რიცხვში დაბადებული ადამიანები უზრუნველყოფილები არიან და სიმდიდრეში ცხოვრობენ. ეს ადამიანები წარმატებას იოლად აღწევენ და სხვებისგან პატივისცემასაც იმსახურებენ.
2, 8, 14, 20, 26 რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან ჯიუტები არიან. ცხოვრებაში დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან. საერთოდ, რთული პიროვნებები არიან.
3, 9, 15, 21, 27 რიცხვში დაბადებულები ბედნიერი ადამიანები არიან. ისინი კარიერაში ადვილად აღწევენ წარმატებებს. აქვთ რბილი, დამთმობი ხასიათი და წარმატება მთელი ცხოვრება თან სდევთ.
4, 10, 16, 22, 28 რიცხვში დაბადებულები სიბრძნით გამოირჩევიან. აქვთ ლტოლვა, დაიპყრონ მწვერვალები და სიმაღლეები. არიან, უყაირათოები.
5, 11, 17, 23, 29 რიცხვში დაბადებული ადამიანები ცდილობენ, ცხოვრება მოიწყონ. არიან შრომისმოყვარენი. უყვართ ოჯახური იდილია და ახლობლებთან ურთიერთობა.
6, 12, 18, 25, 30, 31 რიცხვში დაბადებული ადამიანები სუსტები არიან, წარმატებას რთულად აღწევენ და ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გამკლავებაც უჭირთ.
ასევე, მიიჩნევა, რომ ადამიანის დაბადების წლის ბოლო ციფრს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის ხასიათსა და მისი ცხოვრების გზაზე.
მაგალითად, 0-ზე ან 1-ზე დამთავრებულ წლებში დაბადებულ ადამიანებს არ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და მიისწრაფვიან, მიაღწიონ მიზნებს. აქვთ მიდრეკილება ფუფუნებისადმი.
ისინი, ვისი დაბადების წელიც მთავრდება 2-ზე ან 3-ზე, ცნობილია, რომ თანაგრძნობით არიან განმსჭვალულები გარშემო მყოფების მიმართ და შეუძლიათ, სხვებს გაუყონ ის, რაც ენატრებათ.
ადამიანები, რომლებსაც დაბადების წლის ბოლო რიცხვი 4 ან 5 აქვთ, ჩვეულებრივ იღბლიანები, შრომისმოყვარეები და ანალიტიკური აზროვნების მქონენი არიან.
6-ზე ან 7-ზე დასრულებულ წლებში დაბადებულებს ახასიათებთ ლიდერული თვისებები და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია.
ადამიანები, რომელთა დაბადების წლები მთავრდება 8-ზე ან 9-ზე, აფასებენ პრაქტიკულობას, პასუხისმგებლობასა და დისციპლინას.
გარდა ამისა, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აქვს თავისი უნიკალური ციფრები, რომლებიც შეიძლება მათთვის იღბლიანი გახდეს. მაგალითად: ვერძის იღბლიანი ციფრია 1-იანი და 9-იანი. კუროებმა ყურადღება უნდა მიაქციონ 2-ს და 6-ს. ტყუპისთვის იღბალი მოაქვს 3-იანს და 5-იანს. კირჩხიბების ციფრია 2 და 4. ლომებს გაუმართლებთ 1 და 5 ციფრებით, ქალწულებს – 5 და 6-ით, სასწორებს კი – 6-თა და 7-ით. მორიელისთვის იღბლიანი ციფრია 8-იანი. მშვილდოსნისთვის 3-იანი და 9-იანი. თხის რქებმა ხშირად უნდა გამოიყენონ 8-იანი და 10-იანი. მერწყულს გაუმართლებს 4-ითა და 11 ციფრებით, თევზებს კი – 8-ითა და 12-ით.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი გოგო ხარ, უსაზღვრო წარმატება შენ“ - თამო ვაშალომიძის ახალი ფოტოები
⭕„არსებობს ჩვენს სულში ოთახები, რომელთა კარები წლებია ჩაკეტილია...“ - რას წერს უჩა სიხარულიძე
🎥 „რა კარგები ხართ“ - რატი გაჩეჩილაძის და კარინა ლისენკოს ოჯახური კადრები
წყარო: tbiliselebi.ge