Digest Logo

„არც ერთი ზოდიაქო არ არის დაცული ცოდვისგან...“ - რას წერს ასტროლოგი ხატია ბედოშვილი

1757337671
ხატია ბედოშვილი

ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ზოდიაქოს ნიშნების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებს ეხება.

მისივე თქმით, ადამიანის ხასიათსა და ქცევაზე მხოლოდ მზის ნიშანი არ მოქმედებს.

ამასთან ბედოშვილი ასევე კრიტიკულად აფასებს იმ მიდგომას, როდესაც ასტროლოგები მხოლოდ პოზიტიურ მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას:

„ვინც თვლით, რომ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს თავისი ზოდიაქო იცავს რომელიმე ამქვეყნიური ცოდვისა და ცდუნებისაგან, ჩემს ლაივებს არ უყუროთ. არც ერთი ზოდიაქო არ არის დაცული ცოდვისგან - ნუ იტყუებთ თავს.

მზის გარდა არსებობს კიდევ 9 პლანეტა, კარმა და ინდივიდუალიზმი. ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ თავს. ყველა ვერძი ერთნაირი არ არის, არც ყველა ლომი ან მერწყული. მინახავს უთავმოყვარეო ლომები, პრინციპული ტყუპები და ბოროტი კირჩხიბები. ასე რომ...

გასაგებია, რომ წლების მანძილზე სხვადასხვა „ასტროლოგები“ მხოლოდ გაქებდნენ და გადიდებდნენ, რათა ვერ გაზრდილიყავით და საამებელი ეგო გაგედიდებინათ, მაგრამ თუ ჩვენს მინუსებს არ შევხედავთ თვალებში, წინ ვერ წავალთ და დრო გაგვაცამტვერებს. მოიხსენით ვარდისფერი სათვალე“, - წერს ხატია ბედოშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული დღეა...“ - რა უნდა გავაკეთოთ 9 სექტემბერს? გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

🎥 ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა

⭕„ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ფოტოა, ღმერთო მადლობა“ - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს