Digest Logo

„ასეთ გარემოში რთულია სიმშვიდის და კომფორტის პოვნა... სიყვარული ხდება ძალა, რომელიც ჩვენს შინაგან სამყაროს გარდაქმნის“ - თამარ ხოსროშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

1763878298
თამარ ხოსროშვილი

ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს, სადაც პლანეტა ვენერაზე წერს, რომელსაც პირველ დეკემბრამდე მორიელი მართავს:

„1 დეკემბრამდე, ვენერა, პლანეტა რომელიც სილამაზეს, ესთეტიკას და ურთიერთობებს მართავს, მორიელის ზოდიაქოში გადაადგილდება — ნიშანში, სადაც ის განდევნილია და ფორმალურად „სუსტი“ სტატუსით სარგებლობს. მორიელს მარსი და პლუტონი მართავენ, ამიტომ ეს არის ადგილი, სადაც ვენერას ენერგია განსაკუთრებულად მძაფრი და მაგნეტური ხდება.

მორიელში ვენერა აღარ არის მსუბუქი და დიპლომატიური, როგორც სასწორში ან კუროში. აქ ის ემოციურად ღრმა, უკიდურესად ინტენსიური, მებრძოლი, ძალაუფლების მოყვარული და უკომპრომისოა. გარემო, რომელიც აქ მას ხვდება, სავსეა კრიზისებით და სიღრმისეულ განცდებით, არის ემოციურად დატვირთული და ტრანსფორმაციული. ასეთ გარემოში კი რთულია სიმშვიდის და კომფორტის პოვნა.

მორიელი ფიქსირებული წყლის ნიშანია. ფიქსირებული მოდალობა ვენერას აქ ძლიერ შინაგან გამძლეობას სძენს. ურთიერთობების პლანეტას, მორიელში მხოლოდ ღრმა, ინტენსიური, ემოციურად დამუხტული კავშირები იზიდავს. ვერაფერს ზედაპირულს ის ვერ აღიქვამს, მხოლოდ ღრმა ურთიერთობა, რომელიც ეხება დაფარულ შრეებს, არის კრიზისებით აღსავსე და ცვლის. ეს არ არის სოციალური ვენერა; მხიარულ და ხალხმრავალ წვეულებებს ის ყოველთვის ტრანსფორმაციულ თერაპიას ამჯობინებს. მარსის მმართველობა მას მატებს ძლიერ სექსუალურ ენერგიას და მაგნეტიზმს.

ვენერა მორიელში გვასწავლის, რომ სიყვარული მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როცა გვცვლის. ამიტომ ამ პერიოდში იზრდება სურვილი, რომ ურთიერთობამ ტრანსფორმაციამდე მიგვიყვანოს — იმ წერტილამდე, სადაც ნამდვილი კავშირი იწყება და სიყვარული ხდება ძალა, რომელიც ჩვენს შინაგან სამყაროს გარდაქმნის“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნიშნობისთვის ვემზადებოდით ბიჭო, რა გეგმები გვქონდა...“ - ფოთში 22 წლის ბიჭს გლოვობენ

⭕„მადლობა ღმერთს...ძალიან ვამაყობ შენით...“ - ილია თოფურია ძმას გამარჯვებას ულოცავს

⭕„მე ამბიციური ადამიანი ვარ...პოპულარობისთვის არ ვიბრძვი...“ - ალექსანდრე თოფურიას კომენტარი ბრძოლის შემდეგ