Digest Logo

„მე ამბიციური ადამიანი ვარ...პოპულარობისთვის არ ვიბრძვი...“ - ალექსანდრე თოფურიას კომენტარი ბრძოლის შემდეგ

1763836709
ალექსანდრე თოფურია

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში მეორე ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ კი კომენტარი გააკეთა:

„მე ამბიციური ადამიანი ვარ, ღმერთს ყოველთვის ვთხოვ, რომ ძალა მომცეს. პოპულარობისთვის არ ვიბრძვი. მინდა რთულ სიტუაციებში ისე ვგრძნობდე თავს, როგორც დღეს“, - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ.

ცნობისთვის, სუპერმსუბუქი დივიზიონის ბრძოლაში (61კგ) 29 წლის თოფურიამ მეტოქეს როგორც ჭიდაობაში, ასევე კრივში აჯობა. რაუნდების დასაწყისში ქართველი ჭიდაობით ცდილობდა უპირტარესობის მოპოვებას, ხოლო შემდეგ კრივს აქტიურად იყენებდა.

შედეგად, UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ილია თოფურიას უფროსმა ძმამ მეორე გამარჯვება ჩაიწერა. აქამდე მას შერეულ ორთაბრძოლებში ექვსი მოგება და ერთი მარცხი ჰქონდა. თებერვალში, UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში მან ავსტრალიელ კოლბი თიქნესს სძლია.

ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ხუთი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი (61კგ) წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს, ხოლო მსუბუქი დივიზიონის (70კგ) მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურიაა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უნდა მოსულიყვნენ ხელის მოწერის ცერემონიაზე...გოგომ თქვა უარი...ვარიგებ ყვავილებს იმდენი დარჩა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ზურა შევარდნაძე

⭕„ყოველთვის ისაუბრეთ გამართული, გრამატიკული ქართულით...მაგრამ არასდროს არ დაივიწყოთ დიალექტი“ - რას ეუბნებოდა ანა კალანდაძე ზურაბ შევარდნაძეს

⭕ვინ არის მექსიკელი გოგონა, რომელმაც „მის სამყაროს“ტიტული მოიპოვა მას შემდეგ, რაც კონკურსის ორგანიზატორმა „სულელი“ უწოდა