ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში მეორე ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა. აღნიშნულთან დაკავშირებით ილია თოფურია პოსტს ავრცელებს და ძმას გამარჯვებას უოცავს:
„მადლობა ღმერთს, კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ.
ძალიან ვამაყობ შენით, ძმაო.
შენი ყველა ძალისხმევა სათანადოდ დაფასდა“,- წერს ილია თოფურია.
ცნობისთვის, სუპერმსუბუქი დივიზიონის ბრძოლაში (61კგ) 29 წლის თოფურიამ მეტოქეს როგორც ჭიდაობაში, ასევე კრივში აჯობა. რაუნდების დასაწყისში ქართველი ჭიდაობით ცდილობდა უპირტარესობის მოპოვებას, ხოლო შემდეგ კრივს აქტიურად იყენებდა.
შედეგად, UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ილია თოფურიას უფროსმა ძმამ მეორე გამარჯვება ჩაიწერა. აქამდე მას შერეულ ორთაბრძოლებში ექვსი მოგება და ერთი მარცხი ჰქონდა. თებერვალში, UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში მან ავსტრალიელ კოლბი თიქნესს სძლია.
ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ხუთი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი (61კგ) წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს, ხოლო მსუბუქი დივიზიონის (70კგ) მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურიაა.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: