
ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი საზოგადოებას უხსნის, თუ რატომ მოდიან ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი ზოდიაქოს მომდევნო ნიშნის ადამიანები:
„გაგიზიარებთ საინტერესო თეორიულ და კლასიკურ ინფორმაციას ზოგადი ასტროლოგიიდან - რატომ მოდიან ჩვენს ცხოვრებაში ჩვენგან მომდევნო ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები.
იმისთვის, რომ გაიგოთ, პირადად თქვენთვის რომელ ნიშანზეა საუბარი, ზოდიაქოს წრეში უნდა ნახოთ თქვენი ზოდიაქოდან მომდევნო ნიშანი რომელია.
ჩვენს ცხოვრებაში მოდიან იმიტომ, რომ გამოგვიყვანონ კომფორტის ზონიდან, გვაჩვენონ სწორი მიმართულება. ეს არის მათი ერთადერთი მისია, დანიშნულება, რომ მონაწილეობა მიიღონ ჩვენს განვითარებაში.
შეიძლება მათთან დაპირისპირება გვქონდეს, კონფლიქტი, მიუღებლობა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვსწავლობთ იმას, რისთვისაც მოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. ასეთი ადამიანი ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ იმყოფება ცხოვრებაში.
თუ ხართ ვერძი - თქვენს ცხოვრებაში მოვლენ კუროები, რათა გასწავლონ სიმშვიდე, სტაბილურობა.
თუ ხართ კურო - მოვლენ ტყუპები, რათა ცვლილებების სწრაფად მიღება გასწავლონ.
თუ ხართ ტყუპები - მოვლენ კირჩხიბები, რათა ემოციების გამოხატვა, ზრუნვა და სიყვარული გასწავლონ.
თუ ხართ კირჩხიბი - მოვლენ ლომები, რათა გასწავლონ სითამამე, სიამაყე.
თუ ხართ ლომი - მოვლენ ქალწულები, რათა გასწავლონ წინდახედულობა.
თუ ხართ ქალწული - მოვლენ სასწორები, რათა გასწავლონ პარტნიორობა.
თუ ხართ სასწორი - მოვლენ მორიელები, რათა გასწავლონ კრიზისებში ყოფნა და სირთულის გადალახვა.
თუ ხართ მორიელი - მოვლენ მშვილდოსნები, რათა გასწავლონ ოპტიმისტური აზროვნება.
თუ ხართ მშვილდოსანი - მოვლენ თხის რქები, რათა გასწავლონ იდეების და მიზნების პრაქტიკულ ჩარჩოებში გადაყვანა.
თუ ხართ თხის რქა - მოვლენ მერწყულები, რათა გასწავლონ თავისუფლების სიყვარული.
თუ ხართ მერწყული - მოვლენ თევზები, რათა გასწავლონ, რომ ზოგჯერ მარტოობა და საკუთარ თავთან ყოფნა კარგია.
თუ ხართ თევზები - მოვლენ ვერძები, რათა გასწავლონ ლიდერობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება“, - ამბობს უჩა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: