Digest Logo

🎥 „ბევრი სხვა ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მაგრამ არა ბარიატრია! ტყუილია, ამასაც მაბრალებენ“ - რას ჰყვება თიკა ჯამბურია

1760949328
თიკა ჯამბურია

მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.

მომღერალი „იუთუბის“ არხზე თემური ებიტაშვილის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც პლასტიკურ ოპერაციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ბარიატრია გაკეთებული არ აქვს:

„საშინელ კომენტარებს მიწერდნენ წონაზე, კატასტროფებს! როდესაც სახალხო ადამიანი ხარ, თუნდაც მღერი, ვისთვის აკეთებ ამას? გინდა, გაინტერესებს სხვამ შეგაფასოს, ამიტომ შედიხარ და ნახულობ ვინ რას გიწერს, ვის რა მოეწონა. სიმღერას რომ ჩაწერ და ქვემოთ კომენტარებია - „ფუ, ძროხა“. „რამსისქეა, ვაიმე, არ რცხვენია ეს პატარა გოგო რამხელა ქალს ჰგავს“, ეს ყველაფერი სადღაც ილექება.

ძალიან ცუდია, რომ ადამიანები ამის უფლებას აძლევენ თავს. 

ოპერაცია არ გამიკეთებია, ბარიატრია არ გამიკეთებია. ბევრი სხვა ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მაგრამ არა ბარიატრია! ტყუილია, ამასაც მაბრალებენ. 

გაკეთებული მაქვს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია, 2 პლასტიკური ქირურგია: მამოპლასტიკა და მუცლის პლასტიკა, რაც ძალიან მაკომპლექსებდა, მშობიარობის მერე მაწუხებდა და მოვიშორე“, - ამბობს თიკა ჯამბურია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შემეშვით, გიჟები ხართ, აბა რა ხართ, ქვეყანა თავზე გვენგრევაო და ჩემი გალანძღვის დრო აქვთ“ - თიკა ჯამბურიას მიმართვა

„ერთდროულად ორი ახალი პროგრამა ირთვება, სერიოზული კარმული მნიშვნელობაც აქვს...“ - 21 ოქტომბრის ახალმთვარეობის დეტალური განხილვა

„თუ გაქვს ამბიცია, რომ ფსიქოლოგიურად ჯანსაღი და გაწონასწორებული პიროვნება ხარ, 2 ამბავი მაქვს შენთვის“ - რას წერს ქეთი ოდიშელი