
ივნისი ასტროლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი თვეა, რომელიც მოიცავს როგორც პოზიტიურ, ისე გამოწვევებით აღსავსე პერიოდებს. საქართველოს ერთ-ერთი გავლენიანი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „შუადღე“ იყო სტუმრად, სადაც განმარტა, რომ ივნისში ემოციების კონტროლი და რეალობის პრაგმატულად აღქმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამასთან, ამ პერიოდში ასტროლოგიური მოვლენები, როგორიცაა პლანეტების ტრანზიტები, რეტროგრადული მოძრაობები და მთვარის ფაზები, გავლენას მოახდენენ ადამიანების განწყობაზე, ურთიერთობებზე და გადაწყვეტილებებზე.
„17-18 ივნისამდე, დედამიწა უარყოფით ენერგოველში იქნება. რადგან 4 დიდ პლანეტას ურთიერთდაპირისპირება ექნება, ესენია: მარსი - ურანი და სატურნი - იუპიტერი.
მაქსიმალურად თავი შეიკავეთ აგრესიის გამოვლენისგან, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია ემოციების მოთოკვა, განსაკუთრებით სირთულეების წინაშე“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.
მისი თქმით, საყურადღებო თარიღებია 11, 21 და 25 ივნისი.
რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშანს და მათ პროგნოზს ივნისში ასეთია:
ვერძი:
ერთი რამ გაითვალისწინეთ, ეს თვე მაქსიმალურად გამოიყენეთ, ჯანმრთელობა და განწყობა მზარდია. ხელშეკრულების დასადებად კარგი პერიოდია.
კურო:
უკეთესი იქნება 21 რიცხვის შემდგომ პერიოდი, რადგან მოგემატებათ ენერგოტონუსი, იქამდე მაქსიმალური ყურადღება ჯანმრთელობას. იმუშავეთ, მაგრამ დაისვენეთ.
ტყუპები:
საუკეთესო პერიოდია, თქვენი ოქროს დროა. მაქსიმალურად იაქტიურეთ. ინფორმაციული კუთხით წარმატებულია. მგზავრობა-მოგზაურობის პერიოდია.
კირჩხიბი:
სანამ მზე არ გადავა თქვენს ზოდიაქოს ნიშანში, იქამდე ჩემი თხოვნაა ფრთხილად გაიარეთ, იმუნიტეტი ეცემა. დაისვენეთ, არავის არ ეკამათოთ. 20-21-დან იწყება თქვენი ვარსკვლავური დრო.
ლომი:
ახლა მოდის ჯანზე, შარმი და მიზიდულობა უძლიერდება. კარგია ინიციატივა გამოავლინოს და პასუხისმგებლობა გამოავლინოს. 25 ივნისამდე მოასწარით უამრავ სასიკეთო ცვლილებას მოუყაროთ თავი.
ქალწული:
ახლა ენერგოტონუსი მცირდება, ნუ გადაიღლებით. გამოაძინეთ თავი. შვიდჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი პრინციპით იმოქმედეთ. ინტერნეტთან ურთიერთობა კარგია, წარმატებული იქნება ადამიანების გაცნობაც. 21-დან უკვე წარმატებული იქნება რეალიზაცია გეგმების.
სასწორი:
ეს არის საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის, უცხო ენის სწავლისთვის. ენერგოტონუსი უმჯობესდება. ხელშეკრულებების დადება და როგორც ლიდერი კარგად წარმოაჩენთ თქვენს თავს.
მორიელი:
ენერგოტონუსი ეცემა, ივნისის პირველი ნახევარი ძალიან არ გადაიღალოთ. 16 რიცხვამდე გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, საქმე გააკეთეთ გადაღლის გარეშე. კოლეგებთან განსაკუთრებული ყურადღება და დიპლომატია.
მშვილდოსანი:
მოდის სიყვარულის პერიოდი, ჯანზე ხართ. კრეატიულობა მატულობს. რაც შეიძლება მეტი მოლაპარაკება და გადასარევად წარმოაჩენთ თქვენს ნიჭს. იმოძრავეთ.
თხის რქა:
პატარა პაუზა აიღეთ თვის პირველ ნახევარში. ენერგოტონუსი კლებულობს და გრძნობთ რომ იღლებით. არა გრანდიოზულ პროექტებს და არა გრანდიოზულ იდეებს. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო პრობლემები. ოჯახის ინსტიტუტს მიაქციეთ ყურადღება, არ დაგეძაბოთ ურთიერთობა.
მერწყული:
ძალიან ბევრი საკითხი შეგიძლია გადაწყვიტოთ, რასაც აქამდე ვერ აგვარებდით. ახალი საინტერესო იდეების რეალიზაციის დროა, გრძნობთ რომ წნეხი ნელ-ნელა კლებულობს.
თევზები:
საინტერესო პერიოდია, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის. ლამაზ დიზაინს შექმნით სახლში, ოღონდ 15-მდე. 20-ის მერე კი ჯანი გემატებათ და პერიოდი კარგია იდეების რეალიზაციისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ: