
13 დეკემბერს ჩვენი ქვეყანა საბავშვო „ევროვიზიას“ უმასპინძლებს. გასულ წელს საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული პატარა მომღერალი ანდრია ფუტკარაძე გახდა, რომელმაც საქართველოს მეოთხე გამარჯვება მოუტანა და ამ შედეგით ჩვენი ქვეყანა კონკურსის რეკორდსმენი გახდა, რადგან ამ დრომდე კონკურსს მსგავსი შედეგი არ ჰქონია.
ანდრია გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, უფრო დაკავებული გავხდი, მიწვევდნენ კონცერტებზე, ტელევიზიებში, რაც ძალიან მახარებს. ქუჩაში ბევრი ადამიანი მცნობს, მიღიმიან, ფოტოებს იღებენ და მეუბნებიან, ღირსეული გამარჯვებული ხარო.
ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს, ახლახან დავბრუნდი შვეიცარიიდან, მარიამის საგულშემატკივროდ ვიყავი. გარდა ამისა, ოფიციალურად გავიგეთ, რომ საბავშვო ევროვიზია საქართველოში ჩატარდება 13 დეკემბერს.
ძალიან კარგი შეგრძნებაა სცენაზე დადგომა, მაშინვე მომეხსნა დაძაბულობა.
ახალ სიმღერაზე ჯერჯერობით არ ვმუშაობ, მაგრამ მიწვეული ვარ პოლონეთში, როგორც საპატიო სტუმარი და შევასრულებ 3 სიმღერას კონცერტის გახსნაზე“, - ამბობს ანდრია ფუტკარაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: