მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ინდოელი წინასწარმეტყველის და ასტროლოგის აბიგია ანანდის რამდენიმე წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა, მთელ მსოფლიოში მისი მოსმენა უფრო აქტიურად დაიწყეს.
ბიჭი საზოგადოებაში 2019 წლიდან გამოჩნდა.
მან YouTube-ის საკუთარ არხზე სამომავლო პროგნოზების გამოქვეყნება დაიწყო.
მაშინ არავინ იცოდა, რომ მსოფლიოს თავს კიდევ ერთი პანდემია დაატყდებოდა და კორონავირუსი გამოჩნდებოდა. თუმცა, ინდოელი წინასწარმეტყველი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ თემაზე საუბრობდა და მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე აღმოვჩნდებოდით.
მან კიდევ ბევრი კატასტროფა და მოვლენა ზუსტად გამოიცნო, ამიტომაც ახალგაზრდა ნათელმხილველის მორიგ პროგნოზებს ადამიანები დიდი ინტერესით ელოდებიან.
ცოტა ხნის წინ, აბიგიამ საკუთარ ბლოგზე ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა და მსოფლიო მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ გააფრთხილა.
მესამე მსოფლიო ომი და კრიტიკული თარიღები:
კითხვაზე, გველოდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი, ანანდი ცალსახად პასუხობს: "ჩვენ ნამდვილად ამ მიმართულებით მივდივართ". მისი პროგნოზით, პროცესი ორ ეტაპად გაიყოფა:
პირველი ფაზა (2029-2032 წლები): კონფლიქტები იქნება ფრაგმენტული და ლოკალური, თუმცა დაძაბულობა პიკს მიაღწევს.
მეორე ფაზა (2035-2039 წლები): ეს იქნება ყველაზე მძიმე პერიოდი. ანანდი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2039-2041 წლებზე, სადაც ასტროლოგიური ასპექტი საოცრად ჰგავს 1941 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომმა კულმინაციას მიაღწია.
თუმცა, ასტროლოგი გვამშვიდებს, რომ ისეთი მასშტაბური მსხვერპლი, როგორიც გასულ საუკუნეში იყო, არ იქნება, რადგან ომი უფრო ტექნოლოგიურ ხასიათს მიიღებს.
უკრაინა, რუსეთი და ძალთა გადანაწილება:
უკრაინის ომთან დაკავშირებით ანანდი სკეპტიკურია. მისი თქმით, კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. გარკვეული ზავი შესაძლოა 2027-2028 წლებში დაიდოს, თუმცა ეს არ იქნება საბოლოო მშვიდობა.
რაც შეეხება რუსეთს, ასტროლოგი აღნიშნავს, რომ 2027 წელს ქვეყნის ხელმძღვანელობა შეიცვლება.
დასავლეთის დაისი და „ახალი აღმოსავლეთი“ ანანდის თქმით, 2020 წელს დასავლეთის 400-წლიანი დომინაციის ციკლი დასრულდა. ახლა ძალაუფლება აღმოსავლეთისკენ (ინდოეთი, ჩინეთი) ინაცვლებს.
აშშ: 2028 წელს ქვეყანას პოლიტიკური გადატრიალება ელის. 2033 წლიდან კი დოლარი პოზიციებს მკვეთრად დაკარგავს.
ჩინეთი: 2029 და 2040 წლებში ქვეყანაში შიდა არეულობებია მოსალოდნელი, თუმცა ჩინეთი მაინც დარჩება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად.
ოქრო: მათთვის, ვინც ინვესტიციებზე ფიქრობს, ანანდი ამბობს, რომ 2033-2036 წლებში ოქროს ფასი 20-25%-ით დაეცემა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ის მაინც ყველაზე საიმედო აქტივად დარჩება.
ბუნებრივი კატაკლიზმები:
გარდა პოლიტიკისა, ასტროლოგი აფრთხილებს მსოფლიოს 2040 წლისთვის მოსალოდნელი გიგანტური ვულკანური ამოფრქვევის შესახებ, რამაც შესაძლოა გლობალური შიმშილობა გამოიწვიოს.
„კაცობრიობას აქვს შანსი, 2033 წლამდე თავიდან აიცილოს ბირთვული ომი, რადგან ჯერ კიდევ ე.წ. „მშვიდობის 60-წლიან ციკლში“ ვიმყოფებით, მაგრამ ამის შემდეგ პლანეტების გავლენა გაცილებით მკაცრი გახდება“, - აცხადებს აბიგია ანანდი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული 7 შეცდომა!
წყარო: www.ambebi.ge