Digest Logo

„დიდი სისტემების ნაწილია, რაც გვაშორებს ჩვენს რეალურ შინაგან სამყაროს...“ - პიროვნული განვითარების მენტორი ზოდიაქოზე

1772695420
თეო ხაბულიანი

პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში წერს, ზოდიაქო დიდი სისტემების ნაწილია, რაც გვაშორებს ჩვენს რეალურ შინაგან სამყაროს. მისი თქმით, შეუძლებელია გულს, ცნობიერებას, სულს ზოდიაქო ჰქონდეს. 

თეო ხაბულიანი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ადამიანის პროგრამირებაა:

„ვისაუბრებ ზოდიაქოებზე და მსგავს პროგრამებზე, რაც დიდი სისტემების ნაწილია და რაც გვაშორებს ჩვენს რეალურ შინაგან სამყაროს, რადგან შეუძლებელია გულს ზოდიაქო ჰქონდეს, ან ცნობიერებას ზოდიაქო ჰქონდეს, ან სულს ზოდიაქო ჰქონდეს.

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი სული ზოდიაქოთი იყოს პირობითად მშვილდოსანი ან რამე მსგავსი.

მე არ ვამბობ, რომ ჰოროსკოპები არ გამომიყენებია, თუმცა ცხოვრების რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ დაპროგრამებაა.

პირობითად გვიწერენ დღეს ტყუპებს ასეთი და ასეთი დღე გექნებათო, შენ იჯერებ ამას იდენტიფიცირდები და მართლა იწვევს ეს პროგრამა მსგავს მოვლენებს შემდგომ.

მაგალითად ადამიანს მოუვა რამე შეცდომა და იტყვის ეს ჩემი ზოდიაქოა ასეთი და მაგის ბრალიაო. სწორედ მანდაა საკვანძო შეცდომა, რომ პასუხისმგებლობას ვაბარებთ ზოდიაქოს იარლიყს და თავის შეცნობის გზას ვცდებით.

როდესაც ვკითხულობთ დღეს ტყუპებს რთული დღე ექნებათო, ვიდენტიფიცირდებით ამასთან და ქვეცნობიერი იწყებს ამ პროგრამის შესრულებას.

ყველა ასეთი სისტემა ზოდიაქო მატრიცები, ეტიკეტები, შეიძლება რომ იყოს ინსტრუმენტი, მაგრამ როდესაც ინსტრუმენტი ხდება იდენტობა აი, მანდ იწყება ყველაზე დიდი შეცდომა.

როდესაც ადამიანი იღვიძებს, ის არცერთი ზოდიაქოს ნიშანი აღარაა, რადგან არ იდენტიფიცირდება მასთან.

იგივე ხდება ჯადოების თემაზე. ყველა ადამიანს ვის ცხოვრებაშიც წინ ვერ მიდის ვერაფერი ჰგონია, რომ ეს ჯადოს ბრალია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს გამოწვეულია იმით, რომ გაკვეთილებს, რომლებსაც სამყარო გამოცდილების სახით გვატარებს ვაიგნორირებთ, შემდეგი ისევ და ისევ იგივე წრეზე ვართ და ვაბრალებთ ჯადოს. მე არ ვამბობ, რომ არ არსებობს ჯადოები, ნამდვილად არსებობს, თუმცა 90% მოჭიდებულია მაგ თემებს, რადგან ბრალი არ იყოს მისკენ...

თუ რამე წინ არ მისდით ან თუ რამე შეცდომებს უშვებენ ან თუ ურთიერთობები ინგრევა, ხსნას ჯადოს არსებობაში ხედავენ, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს ასე არ არის.

მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ნიშნავს მეტ სიმშვიდეს ცხოვრებაში“, - წერს თეო ხაბულიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული 7 შეცდომა!

„როდესაც შემოსავლები ჩერდება, აუცილებლად გაეცით გარკვეული თანხა“ - როგორ შევიქმნათ მატერიალური კეთილდღეობა? ქეთი ოდიშელი 5 მარტის ენერგიებზე

„საშუალებას მოგვცემს ცოტა ხნით ვისიამოვნოთ მზის სხივებით“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან