ასტროლოგიაში პლუტონი ტრანსფორმაციის, შინაგანი ძალისა და ფენიქსივით აღდგომის პლანეტად მიიჩნევა. ასტროლოგ ინგა ჭედიას განმარტებით, პლუტონის ენერგიებთან სწორი მუშაობა ადამიანს უდიდეს გამძლეობასა და ლიდერულ თვისებებს ანიჭებს, თუმცა მისი გააზრება და „დამუშავება“ უმძიმესი ცხოვრებისეული გამოცდების ფასად ხდება.
„დამუშავებული პლუტონის შემთხვევაში ადამიანი:
ტრანსფორმაციულია:
ადამიანი იცვლება აქტიურად, მისი ეს ცვლილება წლების განმავლობაში ძალიან თვალშისაცემია და რადიკალური. ტრანსფორმაციაში იგულისხმება ცხოვრების წესის შეცვლა, პროფესიის, შეხედულებების და ა. შ.
ლიდერია:
ადამიანს აქვს უნარი, რთულ სიტუაციებში გაუძღვეს ხალხს, აჩვენოს გზა, დაიცვას ისინი. ეს არის ლიდერი, რომელიც აქტიურდება მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში და მხოლოდ მაშინ ჩანს მისი რეალური შესაძლებლობები.
ნებისყოფიანია:
დამუშავებული პლუტონი ადამიანს აძლევს ტრანსფორმაციის ძალას, რაც გულისხმობს რთულ სიტუაციებში ადაპტაციას. ადამიანს შეუძლია ყველაფერი დაკარგოს და არ დაეცეს სულით-თავიდან, ნულიდან დაიწყოს ცხოვრება. ასეთი ადამიანი არ ნებდება გარემოებას და არ ვარდება დეპრესიაში. ასჯერ დაცემული ასჯერვე წამოდგება.
ამტანია:
არ ახასიათებს წუწუნი სირთულეების წინაშე, სისუსტის გამოვლენა. ყველა სირთულეს თავაწეული ხვდება, შიშის გარეშე და გაუტეხელი იმედით, რომ გადალახავს მას. სჯერა, რომ სირთულეები წინსვლაში ეხმარება. სჯერა, რომ ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს და არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება.
დასამუშავებელია პლუტონი, როდესაც ადამიანი ებრძვის სამყაროს.
ჰგონია, რომ სამყარო უსამართლოა.
ჰგონია, რომ მას უფრო რთული ცხოვრება აქვს, ვიდრე სხვებს
როდესაც ადამიანი იგივე შეცდომებს იმეორებს და ვერ ხვდება, რა ეშლება.
როდესაც რთულ სიტუაციებში გარბის, ან სხვებს ვერ/არ ეხმარება.
როდესაც მომავლის და აწმყოს დიდ აქვს და დეპრესიაშია, როდესაც ცხოვრებით დაღლილია...
პლუტონის დამუშავება გულისხმობს სამყაროს სიბნელის და ჭუჭყის მიღებას ყველანაირი წუწუნი გარეშე და მაინც სინათლის იმედის არ დაკარგვას. ეს უდიდესი უნარია, რომელიც უკიდურესად რთული გამოსამუშავებელია.
პლუტონის დამუშავების დონე იწყება რთული მოვლენებით: ახლობლის გარდაცვალება, უმძიმესი და რთულად განკურნებადი, ან განუკურნებელი დაავადებები, ყველაფრის წართმევა ადამიანისთვის.
პლუტონი ითხოვს ყველაფრის 0-დან დაწყებას მადლიერების გრძნობით, იმედით და წყენის და სიბრაზის გარეშე“,- წერს ასტროლოგი.