Digest Logo

🎥 „დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1788157668
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგოველში, რაც მეტ-ნაკლებად გააუმჯობესებს საერთო სიტუაციას. სასიკეთო ცვლილებები თვალშისაცემი იქნება ბევრი ადამიანისთვის. 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მოსალოდნელი ცვლილებების, გაუგებრობების, კონფლიქტებისა და ტრავმების შესახებ აფრთხილებს:👇

ვერძი: ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ამიტომ დასვენება თქვენთვის უპრიანია. თქვენი აღიარების სურვილი მოიმატებს, გარკვეული სირთულეები ჯანმრთელობასთან და კოლეგებთან დაკავშირებით იჩენს თავს. 

კურო: ენერგოტონუსი მატულობს, შესაძლებლობები კვირის მეორე ნახევარში უფრო მეტი გექნებათ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს და მათ პრობლემებს. რაც უფრო კარგი ურთიერთობა გექნება სასიყვარულო პარტნიორთან, მით უფრო კარგი შესაძლებლობები გექნებათ. 

ტყუპები: ნეგატიური პერიოდია განსაკუთრებით ჯანმრთელობის კუთხით, ენერგოტონუსი მცირდება და თავს დაღლილობა იჩენს. ყური დაუგდეთ თქვენს ორგანიზმს და ნუ გადაიღლებით. 

კირჩხიბი: ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა მდგრადი ხდება. ადვილად მოხვდებით ყურადღების ცენტრში, გექნებათ საინტერესო იდეები. კარიერაში გექნებათ წინსვლა. 

ლომი: ცოტა უნდა შეამციროთ აქტიურობა, ენერგოტონუსი ეცემა და ჯანმრთელობა არამდგრადია. გაქვთ საშუალება ისიამოვნოთ თქვენი ტრიუმფით, რაც წინა პერიოდში მოიპოვეთ. 

ქალწული: ახლა თქვენი დროა, დიდხანს ელოდით. მზე თქვენს ზოდიაქოშია, რაც საშუალებას გაძლევთ იმოქმედოთ დინამიკურად, იყოთ ჰარმონიაში, კარგად გაერკვიეთ თქვენი მიზნების პრიორიტეტებში. 

სასწორი: ყველაზე რთული, დაბადების წინა პერიოდია, რის გამოც დისკომფორტს იგრძნობთ. ფარული მტრები, ჭორები თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმით. 

მორიელი: საკმაოდ კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა მდგრადია და ინტუიცია იზრდება. მოიმატებს თქვენი შარმი და მიზიდულობა. ილუზიებს აღარ დაყრდნობით, რის გამოც შეგიძლიათ იყოთ წარმატებული. 

მშვილდოსანი: ცოტა დაღლილობა დაგეტყობათ, რაც თვითრწმენას შეგიმცირებთ. ფინანსურ საკითხებში შესაძლოა გამოასწოროთ მოქმედებები. ეს პერიოდი ხელს შეგიწყობთ ახალი პერსპექტიული პროექტების დასახვას, განხორციელებას. 

თხის რქა: თქვენთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, ორგანიზმი მდგრადია, ჯანმრთელობა უმჯობესდება და ენერგოტონუსიც იმატებს. კარგი პერიოდია უცხოეთთან ურთიერთობისთვის, სწავლისთვის. მემკვიდრეობასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებთ. 

მერწყული: ენერგოტონუსი ეცემა, ამიტომ ნუ გადაიღლებით. ეს ის პერიოდია, როცა თავს იჩენს ემოციური არასტაბილურობა. იყავით ფრთხილად და ყურადღებით, დაიცავით საიდუმლო. 

თევზები: გამოცოცხლდებით, პერიოდი თქვენთვის უდავოდ კარგია. მატულობს ენერგოტონუსი, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ხდებით აქტიური და ენერგიული, ინიციატივიანი. შეგიძლიათ ინტუიციაზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ: 

„ზღაპრული კადრებია...“ - მარიამ სანოგო გვირილების მინდორში პოზირებს

„ტვინი განიცდის ძლიერ კოგნიტიურ დისონანსს...“ - კინოს უხილავი ფსიქოლოგია

„მზის ჩასვლა“ - მისტიკური გომისმთა ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში