Digest Logo

„ასპექტები მერკურთან და პლუტონთან მიანიშნებს შინაგან კონფლიქტზე, უკმაყოფილებაზე და მენტალურ გამოფიტვაზე“ - რამაზ გიგაური 14 აგვისტოს ასტროტენდენციებზე

1755102919
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 14 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:

„დღის ერთი ნაწილი, კონკრეტულად კი 17:22 საათამდე პერიოდი, წინა ორი დღის ტენდენციების ერთგვარი გაგრძელება იქნება.

მთვარე აგრძელებს ვერძის ნიშანში მოძრაობას, თუმცა „უკურსოდ“. ეს მიანიშნებს, რომ დღის ეს მონაკვეთი არაეფექტიანია.

17:22 საათიდან მთვარე კუროს ნიშანში გადაინაცვლებს და ემოციური ფონი ცოტა დამშვიდდება. თუმცა მთვარის კვადრატული ასპექტები მერკურთან და პლუტონთან მიანიშნებს შინაგან კონფლიქტზე, უკმაყოფილებაზე და მენტალურ გამოფიტვაზე.

მერკურის სასიკეთო ასპექტი მარსთან კი მიუთითებს, რომ ბევრად კარგი იქნება თუ ბევრ (და ხშირ შემთხვევაში უსარგებლო) ლაპარაკს - საქმის კეთება ვამჯობინებთ.

სასურველია მოვერიდოთ ეგოისტური გადაწყვეტილებების მიღებას და გარშემო მყოფებზე ვიზრუნოთ“, - წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 3 რამ, რაც სილამაზეში ხელს უწყობს, თვისება, რასაც საკუთარ თავში ჩაკლავდა და ვინ აწყენინა ბოლოს - ბლიცინტერვიუ თიკა ფაცაციასთან

„ჩემი უსასრულო მონატრება“ - თამუნა მდივანი გარდაცვლილი შვილის ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „მოგზაურობის ხიბლები...“ - რა კადრებს აქვეყნებს თიკა ფაცაცია