Digest Logo

🎥 3 რამ, რაც სილამაზეში ხელს უწყობს, თვისება, რასაც საკუთარ თავში ჩაკლავდა და ვინ აწყენინა ბოლოს - ბლიცინტერვიუ თიკა ფაცაციასთან

1755100560
თიკა ფაცაცია

„ძალიან მიყვარს ძილის წინა პერიოდში ბავშვებთან ერთად რომ შევიყუჟებით ყველა, ერთ საწოლზე. სიბნელეში რაღაცებს ვჭუკჭუკებთ ხოლმე“, - ასე დაიწყო თიკა ფაცაციასთან ბლიცინტერვიუ, რომელიც „რადიო პრაიმ ურბანიკმა“ ტელეწამყვანთან ჩაწერა. 

 ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა, ტელეწამყვანმა და მოდელმა საკუთარ ცხოვრებასა და პირად თემებზე გულწრფელად ისაუბრა:

- რომ არა სიმღერა, სამოდელო კარიერა და ტელევიზია, რომელ ამპლუაში იპოვიდი საკუთარ თავს? 

შეიძლება ფსიქოლოგიაში მეპოვა ჩემი თავი.ძალიან მომწონს მარტივი ხერხებით ადამიანებზე პოზიტიური გავლენის მოხდენა. შეიძლება დაგაფიქრო ისეთ რაღაცებზე, რაც შენთვის კარგია. 

- 3 რამ, რაც შენს სილამაზეს ხელს უწყობს

ვვარჯიშობ ბევრი მიზეზის გამო, დროსთან ერთად სხეულმა რომ არ დაკარგოს პლასტიკურობა, მეორე მიზეზია ფიზიკური ჯანმრთელობა. ვზღუდავ - შაქარს და საღამოს ჩვეულებრივი სახის მოვლის პროცედურები, რუტინა, რაც სახის კარგად დასუფთავებას. 

- 3 რამ, რაც ადამიანთან ურთიერთობაში არ მოგწონს

მაბრაზებს დროის შეგრძნების არ ქონა, ზედმეტი ფამილიარობა, სიყალბე და სნობური დამოკიდებულება.

- თვისება, რასაც შენში ჩაკლავდი

ბევრი რამე მიმაქვს გულთან, რასაც არ იმსახურებენ. 

- ბოლოს როდის გაწყენინეს და ვინ?

რამდენიმე ადამიანმა, ვინც ჩემს პრემიერაზე არ მოვიდა. დამპირდნენ მოვალთო. 

- სიმღერა, რომელიც შენი ცხოვრების მთავარი ჰაილაითია

არ გაჩერდე“, - ამბობს თიკა ფაცაცია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემი უსასრულო მონატრება“ - თამუნა მდივანი გარდაცვლილი შვილის ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „მოგზაურობის ხიბლები...“ - რა კადრებს აქვეყნებს თიკა ფაცაცია

„შეუძლია შეანელოს საკუთარი ბიოლოგიური დაბერება...“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე კრაზანაზე „სამკაულა“