საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ასტროლოგმა ნინა ხომერიკმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც შეფასება გააკეთა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ და ყურადღება გაამახვილა დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ასტროლოგიურ რუკებზე.
მისი განმარტებით, დონალდ ტრამპი, ზოდიაქოს ნიშნით ტყუპები, ამ ეტაპზე გადის მნიშვნელოვან და რთულ ტრანზიტულ პერიოდს.
მისი შეფასებით, აღნიშნული ასპექტები ზრდის ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილებების, შეცდომებისა და კონფლიქტური ნაბიჯების რისკს.
ასტროლოგის განმარტებით, ასეთ პერიოდში მიღებული სამხედრო გადაწყვეტილებები შესაძლოა მძიმე და ფატალური შედეგების მომტანი იყოს.
„საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ, დღეს მიმდინარე პროცესების მოკლე მიმოხილვას.
დონალდ ტრამპი
ამ ამბის მთავარი გმირი, ზოდიაქოს ნიშანი - ტყუპები, მმართველი პლანეტა - მერკური, მისი ნატალური ლილიტი და მთვარე , ორივე დგას მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში და დაბადებულია ზუსტად მთვარის დაბნელების დღეს.
ფსიქოტიპი: ცვალებადი, ხისტი, ვერ აკონტროლებს ემოციებს და ახასიათებს აფექტური მდგომარეობა.
მინდა გამოვყო ამ ეტაპზე რამდენიმე საინტერესო ფაქტორი რაც მის რუკაში ამწუთას ხდება.
1. დაარტყა ირანს დაბნელების კორიდორში;
2. დარტყმა მოხდა მისი მმართველი პლანეტის მერკურის რეტროგრადის პერიოდში, რომელმაც უკუსვლა დაიწყო 26 თებერვალს;
3. ამწუთას ის გადის ლილიტის დაბრუნებას მშვილდოსნის ნიშანში, ანუ ჰქონდა შეცდომების დაშვების დიდი ცდუნება და ეს გადაწყვეტილება ეთვლება აფექტურად და შეცდომად რადგან:
ლილიტის მშვილდოსანში ზოგადი დახასიათება:
ადამიანს სძენს უკონტროლო ხასიათს, უგულებელყოფს აქტუალურ საკითხებსა და მოვალეობებს. ავითარდებს მუდმივ სურვილს უკითხოს სხვებს ლექციები, ყველას დაჟინებით აძლევს მისი წარმოდგენით „ღირებულ“ რჩევებს. მისი თვითშეფასება ხშირად წარმოუდგენლად გაზვიადებულია და შეიძლება თავი დიდი იდეის რჩეულ დირიჟორად ჩათვალოს. ამ ნიშანს ახასიათებს სხვა მსოფლმხედველობის უკიდურესი შეუწყნარებლობა და ფანატიზმი.
4. ტყუპის ზოდიაქოში გარდა მზისა ასევე დგას მისი ნატალური ურანიც, რომელიც ორმაგად შავ თვარესთან დაპირისპირებაში ომის დასაწყისს გულისხმობს, რაც მისთვის დიდი შანსია ფატალურად დასრულდეს!
ბენიამინ ნეთანიაჰუ
მეორე მთავარი გმირი. ზოდიაქოს ნიშანი - სასწორი, სადაც გარდა მზისა იმყოფება დამატების 6 პლანეტა, კერძოდ მზე, მთვარე, მერკური, ნეპტუნი, სელენა, პროზერპინა და დაღმავალი კვანძი, ხოლო ამ ყველაფერთან ოპოზიციაში დგას ნატალური შავი მთვარე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში.
1. სასწორი არის წონასწორობის შენარჩუნების, მშვიდობის, სამართლიანობის და ბალანსის ნიშანი, თუმცა მზის და მთვარის შეერთება ნიშნავს ორივე მანათობლის დამწვარ პოზიციას, რაც ადამიანში გამოიხატება, როგორც:
გარეგანი თავშეკავება და დიპლომატია, თუმცა შინაგანი ძალიერი განცდები, ემოციები, კომპლექსები, უნდობლობა, შიშები, შინაგანი კონფლიქტები ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის, რთული მისაღწევია ბალანსი, ხოლო მისი მზე იძლევა მძიმე დამთგუნველ და კრიზისულ ენერგიებს.
2. მისი მმართველი პლანეტა ვენერა დაბადების რუკაში დგას მშვილდოსანში, რომელსაც დღეს ტრანზიტულად გადის შავი მთვარე, რაც გულისხმობს: პროვოკაციებზე წასვლას, დაუმორჩილებლობას, აკრძალული სურვილების გაცოცხლებას, დამოუკიდებლობისთვის უკიდურესი ზომების მიღებას, წარმოშობს კონფლიქტებს საზოგადოებრივ ნორმებთან.
3. ნატალური შავი მთვარე ვერძის ზოდიაქოში დახასიათება:
შინაგანი სწრაფვა მოქმედებისკენ იმდენად ძლიერი ხდება, რომ ყოველ მოქმედებას თან ახლავს ენერგიის უკონტროლო ამოფრქვევები, გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ შესრულება, იმპულსურობა ხდება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი, ხოლო დამოუკიდებლობა და თავისუფლება გულისხმობს სხვების დამორჩილებას და თავის ნების დაწესებას. დაბრკოლებების გადალახვა და წინააღმდეგობის ჩახშობა აღუწერელ სიამოვნებას ანიჭებს ასეთ ადამიანებს.
რეკომენდაციაში უწერია ლილიტის დასამუშავებლად აუცილებელია ერიდოს ცეცხლს და ომს!
დღევანდელი საყურადღებო ტრანზიტები მის რუკაში:
ნეპტუნის და სატურნის ტრანზიტი ვერძში, სადაც დგას მისი შავი მთვარე და მათი ოპოზიცია სასწორთან და ზემოთ ჩამოთვლილ 7 პლანეტასთან!
ერთის შეხედვით ნეპტუნი ილუზიაა, რომელიც თითქოს ადამიანს აძლევს შანსს საოცნებო სამყარო შექმნას მის გარშემო, რისთვისაც ის მზად არის გამოიყენოს ლილიტის დამანგრეველი ენერგია, რომელიც დაახლოებით მაისის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ სატურნი მკაცრი შეზღუდვების და სადამსჯელო ღონისძიებების გამტარებელი პლანეტაა, რომელიც ძალიან საშიშ გარემოებებს შეუქმნის მას შავ მთვარესთან შეერთებაში, რაც ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობასაც ნიშნავს. ასპექტი აქტიურია 2028 წლის აპრილის ბოლომდე.
ორივე შემთხვევაში ომის დაწყება იყო არასწორი გადაწყვეტილება, ტრამპის კარმული ამოცანა მდგომარეობს, სხვა რელიგიის და მრწამსის მქონე ადამიანების მიღებაში და შუამავლის როლის შესრულებაში, ხოლო მეორეს შემთხვევაში, აუცილებელია მისი არქეტიპის ცვლილება და არა ომის, არამედ სხვა გზების მეშვეობით მშვიდობის დამყარება ორ სახელმწიფოს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნაბიჯი ორივესთვის იქნება ფატალური შედეგების მომტანი, რომელსაც ბევრი სხვა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს წაიღებს!
არსებული სიტუაციის კულმინაცია მოხდება 2026 წლის 17 ივნისიდან - 23 აგვისტოს ჩათვლით, მაშინ, როდესაც პლუტონი და იუპიტერი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს ასპექტი მოიტანს მსოფლიოში მმართველობის სერიოზულ ცვლილებებს, რაც რა თქმა უნდა ასახვას პოვებს ყოფით ცხოვრებაშიც, მოხდება დიდი დაპირისპირება და განხეთქილება ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
პ.ს. მეგობრებო უნდა გვესმოდეს, რომ ვინც არ უნდა იყოს მტერი, როგორც არ უნდა ეწიინაღმდეგებოდეს პოზიციები, ფასეულობები და შეხედულებები ერთმანეთს, არცერთ შემთხვევაში სისხლის ღვრა არ ამართლებს არჩეულ გზას, პირიქით სისხლს უფრო მეტი სისხლი მოაქვს და მეტი ნგრევა, რასაც არასოდეს არ ექნება კარგი დასასრული“, - წერს ნინა ხომერიკი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ მარტის თვის სილამაზის და ჯანმრთელობის კალენდარი - „მაღალია დაინფიცირების რისკი“