Digest Logo

🎥 „ასტროლოგია და ქრისტიანობა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს“ - რას ამბობს მარიამ შუკაკიძე

1776933975
მარიამ შუკაკიძე

ქართველი ასტროლოგი, მარიამ შუკაკიძე ასტროლოგიურ პროგნოზებზე პერიოდულად უზიარებს რჩევებს საზოგადოებას, ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც - ასტროლოგიასა და ქრისტიანობს შორის არსებულ ტაბუზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქრისტიანობა არ გმობს ასტროლოგიას, რეალურად ქრისტიანობას გმობს სასულიერო პირები:

„ეს არის ძალიან საჭირბოროტო საკითხი - რამდენად ეწინააღმდეგება ქრისტიანობა ასტროლოგიას?

პირველ რიგში ვიტყვი, რომ არც ერთ ასტროლოგიურ სწავლებაში არ არსებობს მოსაზრება, თითქოს ღმერთი არ არსებობს.

ასტროლოგია არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას. მოდით გავიხსენოთ, რატომ არის სვეტიცხოვლის ტაძარში გამოსახული ქრისტე შუაში და მის გარშემო თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანი.

თუ ქრისტიანობა ასტროლოგიას არ ცნობს, ეს გამოსახულებაც არ იქნებოდა. ეს მამაოსაც, რომ კითხო შეიძლება ვერ გიპასუხოს, მე მაგალითად მიკითხავს და ვერ გაუცია პასუხი. 

ქრისტიანობა არ გმობს ასტროლოგიას, რეალურად ქრისტიანობას გმობს მამაოები და დედაოები და მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ასტროლოგიას გმობს ქრისტიანობა. როცა თქვენ იცით რა მისიით მოვიდა თქვენი სული, ეს გაახლოვებთ ღმერთთან და არა მასთან გაშორებთ“, - ამბობს ასტროლოგი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როცა ყოველ დღე ფეისბუქზე ამტკიცებ, რომ ყველაზე ბედნიერი ხარ, დიდია ალბათობა, რომ არ ხარ“ - ლევან შელეგიას რჩევები

⭕„გაბედე, გამოჩნდი და მიიღე ის, რაც გეკუთვნის!“ - 23 აპრილის კოსმოსური ამბები

⭕„მე და ბაჩომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები ვაჩუქეთ ერთმანეთს და ამ მოგონებებით ვიცხოვრებ მანამ, სანამ ისევ ბაჩომდე მივალ…“ - ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძის ემოციური მიმართვა