2026 წლის 20 აპრილს, 03:00 საათზე, მზე ვერძის ზოდიაქოს ნიშნიდან კუროში, ერთი თვით გადავიდა. ეს მოვლენა ნიშნავს იმას, რომ ამ ხნის განმავლობაში, ადამიანებში კუროსთვის დამახასიათებელი თვისებები - სიმშვიდე, შრომისუნარიანობა, მოთმინება, სიდინჯე, სულიერი ჰარმონია და კეთილსინდისიერება იქნება გამძაფრებული.
ცის კაბადონზე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც მიდის. პლანეტების უმეტესობა ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია თავმოყრილი. რას მოუტანს მიმდინარე პერიოდი თითოეულ ადამიანს, აღნიშნულზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე საუბრობს:
„პლანეტების უმრავლესობა გვაქვს ვერძის ზოდიაქოში, რაც თავის მხრივ საკმაოდ საინტერესოა. ვერძი როგორც პირველი ნიშანი ცეცხლოვანი ენერგიის მქონეა, ამას კი თითოეულ ჩვენგანზე აქვს გავლენა. გვინდება რაღაცების წამოწყება, აქტიურები და დინამიკურები ვხდებით.
მზე უკვე შევიდა კუროში. კუროების პერიოდი დადგა. კარგი პერიოდია მიწის ნიშნებისთვის ( თხის რქა, კურო, ქალწული).
ვის აქვს ენერგიის დაქვეითების პერიოდი?
მორიელი, ტყუპები. ამ ორმა ნიშანმა მეტად უნდა დაისვენოს, არ აჰყვეთ ნერვებს და პროვოკაციებს. ენერგოტონუსი დავარდნილია.
ცეცხლოვანი ნიშნები (მშვილდოსანი და ლომი) გააქტიურდებიან. გასათვალისწინებელია ერთი მომენტი: ვინაიდან მარსი (ომის, ბრძოლის მმართველი პლანეტა) ვერძშია, თავის მხრივ ზრდის კონფლიქტურ სიტუაციებს. ვხდებით მოუთმენლები, სწრაფები, გვინდება სპორტი, ფიზიკური აქტივობა, კამათი, პოლემიკა, აგრესიული ენერგიები.
ახლა დაბადებული ბავშვები ასეთები იქნებიან: აგრესიულები, ამბიციურები, სპორტულები, პირდაპირები და ცეცხლოვანი.
ყურადღება მინდა გავამახვილო ვენერა-ურანის შეერთებაზე. ურანი არის რევოლუციონერი, სიახლეების, არასტანდარტული მოქმედებების პლანეტაა და მოსალოდნელია უეცარი, სასიყვარულო სცენარები. შესაძლოა შეიცვალოს პირად ურთიერთობებში რაღაცები, ასევე ფინანსებთან დაკავშირებითაც იქნება ცვლილებები.
მოსალოდნელია ახალი შანსები, ნაცნობები. ურთიერთობებში არაპროგნოზირებადი სიტუაციები, კონფლიქტები, დაოჯახების სურვილი, რაც ადრე არ გინდოდათ.
რჩევა: ვინაიდან იმპულსური პერიოდია, არ აჰყვეთ ვნებებს და იმპულსებს. მაცდური პერიოდია. თუ რამეს გააკეთებთ, შეიძლება მომავალში ინანოთ, ამიტომ ეს გაითვალისწინეთ!
ვისთვის არის რთული პერიოდი?
სასწორი - ანტაგონისტი ნიშანი. საპირისპიროდ მდებარე ნიშანი ვერძისთვის. გექნებათ უენერგიობა, გაღიზიანება, არაპროგნოზირებადობა, არასტაბილურობის განცდა. ცუდი პერიოდია ფინანსური წამოწყებისთვის და ურთიერთობების დაწყებისთვის“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კრეატიული აფეთქება თუ დისკომფორტი? - რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს პლანეტა ურანის ტყუპებში გადასვლა