Digest Logo

🎥 „ასტროლოგია და ტარო ერთმანეთს ავსებს“ - როგორ მუშაობს ორი სისტემა ერთიან ველში?

1788939509
ჰოროსკოპი თამო აქუბარდია

ასტროლოგმა თამარ აქუბარდიამ „იუთუბის“ საკუთარ არხზე მორიგი საინტერესო გადაცემა ჩაწერა, სადაც სტუმრად 25-წლიანი გამოცდილების მქონე ტაროლოგი და ფსიქოლოგი მარიამ ოდიშარია მიიწვია. გადაცემაში მათ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ავსებს ასტროლოგიური რუკა და ტაროს არკანები ერთმანეთს, როგორ გამოიყენება ეს სისტემები ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში და რატომ არ არის ტარო უბრალოდ „სამკითხაო ინსტრუმენტი“.

„ტაროს მთავარი დანიშნულება არა მომავლის ბრმად წინასწარმეტყველება, არამედ მიმდინარე ენერგიების, ტენდენციებისა და ფსიქოლოგიური ბლოკების გაცნობიერებაა: ჩემთვის ტარო არ არის სამკითხაო ინსტრუმენტი. ის აჩვენებს ტენდენციებს. თუ ადამიანმა არ იმუშავა საკუთარ თავზე, მხოლოდ პოზიტიური არკანების ამოსვლა შედეგს ვერ მოიტანს. ტარო გვეხმარება გავარკვიოთ, რა ეტაპზე ვართ „აქ და ახლა“ და რა კარმული გაკვეთილები გაქვს გასავლელი“,- ამბობს ტაროლოგი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: