Digest Logo

ასტროლოგიური კანონზომიერებები: რატომ ვლინდება ერთი და იგივე ასპექტი და სახლი განსხვავებულად? - რას წერს ნინო ალბორიშვილი

1794069060
ნინო ალბორიშვილი

ასტროლოგი და ფსიქოლოგი ნინო ალბოროშვილი თავის სტატიაში ასტროლოგიური რუკების ინტერპრეტაციის სირთულეებსა და იმ მცდარ სტერეოტიპებზე საუბრობს, თითქოს კონკრეტული ასპექტები ან პლანეტების განლაგება ყველა ადამიანში ერთნაირად მუშაობს:

ერთი და იგივე ასპექტის განსხვავებული გამოვლინება. მოლოდინი, რომ ერთი და იგივე ასპექტი, სხვადასხვა ადამიანთან ერთნაირად გამოვლინდება მცდარია.

მაგ: ავიღოთ მთვარე და სატურნის არაჰარმონული ასპექტი. სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ, რომ ასპექტი ვლინდება ემოციური თავშეკავებით, გრძნობების გამოხატვის სირთულით, მომატებული შფოთვით, სიყვარულის და მხარდაჭერის ნაკლებობის განცდით. თუმცა პრაქტიკაში ყველაფერი გაცილებით საინტერესოა.

📌 ერთ ადამიანში ეს ასპექტი, მართლაც შეიძლება გამოვლინდეს ჩაკეტილობით. ის იშვიათად საუბრობს საკუთარ გრძნობებზე და ცდილობს, არავისზე იყოს დამოკიდებული.

📌 მეორე ადამიანი კი, პირიქით, შეიძლება ზედმეტად მზრუნველი იყოს, მუდმივად ღელავდეს ახლობლებზე, ცდილობდეს ყველაფრის გაკონტროლებას და საკუთარ თავზე მეტისმეტ პასუხისმგებლობას იღებდეს.

📌 მესამე კი ნამდვილი შრომისმოყვარეა, რომელსაც დასვენება დანაშაულის განცდის გარეშე არ შეუძლია. დასვენების დღესაც კი ჰგონია, რომ რაღაც სასარგებლო უნდა გააკეთოს.

🙂 ერთი და იგივე ასპექტია, მაგრამ ადამიანები სრულიად განსხვავებულად იქცევიან! თუმცა, სამივე შემთხვევაში აღმოვაჩენთ, საერთო ფსიქოლოგიურ თავისებურებას, შინაგანი უსაფრთხოების განცდის სირთულეს და მიმდინარე მოვლენებზე კონტროლის დამყარების საჭიროებას. უბრალოდ, თითოეული მათგანი ამ მდგომარეობას თავისებურად უმკლავდება.

📌 ერთი გარშემომყოფებისგან იკეტება, მეორე ცდილობს, ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინოს, მესამე კი საყრდენს საქმიანობაში და მიღწევებში ეძებს. ბუნებრივია გაჩნდება კითხვა,რატომ ვლინდება ერთი და იგივე ასპექტი განსხვავებულად?

📌 იმიტომ, რომ ნატალურ რუკაში ასპექტი დამოუკიდებლად, სხვა მაჩვენებლებისგან მოწყვეტით არ არსებობს. გამოვლინებაზე გავლენას ახდენს ბევრი სხვა ნიუანსი: ნიშნები, სახლები, სხვა ასპექტები და მნიშვნელოვანი - ადამიანის საერთო ფსიქოლოგიური წყობა როგორია. და რა თქმა უნდა, აღზრდა, ცხოვრებისეული გამოცდილება და გარემო, რომელშიც იგი გაიზარდა. ამიტომ მხოლოდ, კონკრეტული ასპექტის განმარტების წაკითხვა და იმის ფიქრი, რომ ამით ადამიანი უკვე გავიცანით არასწორია. ვიცოდეთ ცალკეული ასპექტის მნიშვნელობა, არ არის საკმარისი. სრული რუკა გვაძლევს ინფორმაციას,როგორ და რატომ ვლინდება ის კონკრეტულ ადამიანში სხვაგვარად.

📌იგივენაირად, საინტერესო თავისებურებაა სახლების შემთხვევაშიც. ერთი და იგივე პლანეტა, ერთსა და იმავე სახლში, სხვადასხვა ადამიანთან, სრულიად განსხვავებულად შეიძლება გამოვლინდეს. საქმე მხოლოდ ასპექტებში ან პლანეტის ნიშანში მდებარეობაშიც არ არის. ასევე ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, განვითარების რომელ დონეზე ახორციელებს ადამიანი ამ პლანეტის პოტენციალს. მაგ: მზე მე-5 სახლში. მე-5 სახლით აღწერილია, შემოქმედება, სიამოვნება, ბავშვები, გატაცებები, თვითგამოხატვა. მაგრამ ნახეთ, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს, ამ სახლში მზის გამოვლინების სცენარები.

📌 პირველი ვარიანტი - სიამოვნებისთვის ცხოვრება: ადამიანს სურს გართობა, ყურადღება და მძაფრი შთაბეჭდილებები. უყვარს, როდესაც აღფრთოვანებულნი არიან მისით, თუმცა ამავე დროს, შეიძლება ძლიერად იყოს დამოკიდებული სხვების მოწონებაზე.

📌 მეორე ვარიანტი - საკუთარი თავის შემოქმედებით საქმიანობაში ან გატაცებაში გამოვლენა: ადამიანი პოულობს საყვარელ საქმეს, ქმნის რაღაც საკუთარს და ავითარებს საკუთარ შესაძლებლობებს. მისთვის უკვე საკმარისი აღარ არის, მხოლოდ სიამოვნების მიღება, მას თავად სურს იყოს რაიმე საინტერესოს შემქმნელი.

📌 მესამე ვარიანტი - სხვების შთაგონება: ადამიანი მხოლოდ საკუთარ ნიჭს კი არ ავლენს, არამედ სხვებსაც ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში. მაგ: სწავლების, შემოქმედებითი პროექტების ან ბავშვებთან მუშაობის გზით(პედაგოგი).

📌ყურადღება მიაქციეთ: სამივე შემთხვევაში მზე, ერთი და იგივე სახლის თემებში რეალიზდება.უბრალოდ, მისი პოტენციალის რეალიზების გზებია განსხვავებული. ამოცანა მხოლოდ ის არ არის, ადამიანს აუხსნათ, რას ნიშნავს მისი მზე რომელიმე სახლში, არამედ დავეხმაროთ იმის გააზრებაში, რა შესაძლებლობები აქვს და როგორ შეუძლია მათი გამოყენება, განვითარების შესაძლო გზებიც უნდა დაინახოს.

📌 ბუნებრივია, კითხვა: თუ რას ნიშნავს, რომელიმე პლანეტის დგომა, რომელიმე სახლში, ან ეს კონკრეტული ასპექტი, როგორ გამოვლინდება, რუკის სრული შესწავლის გარეშე, პასუხი არც მეტი არც ნაკლები ზედაპირულია და შესაძლებილია, არ რეზონირდეს ადამიანის რეალურ გამოვლინდებასთან“, - წერს ნინო ალბორიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მადლობა ღმერთს შენთვის!...“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლეს იუბილეს ულოცავს

🎥 „ეს წელი უკან დასაბრუნებელი გზის დასასრულია...“ - როგორი იქნება 2027 წელი: თაკო მელიქისვილი ასახელებს

⭕ შიშის მიღმა: როგორ გადავდგათ ნაბიჯი საკუთარი ძალისკენ - ნინი დგებუაძე

✕