Digest Logo

შიშის მიღმა: როგორ გადავდგათ ნაბიჯი საკუთარი ძალისკენ - ნინი დგებუაძე

1794038474
ნინი დგებუაძე

ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე თავის ემოციურ და შთამაგონებელ წერილში შიშის ფენომენს, საკუთარ თავში ეჭვის შეტანასა და ცვლილებებისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს ეხება:

„მე არ ვიცი ახლა ვის სჭირდება ამის მოსმენა,მაგრამ იმედი მაქვს იპოვის სწორ ადრესატს.  

შიში არ არის შენი მტერი. ის უბრალოდ მოწმეა იმისა, რომ ზღვარზე დგახარ იქ, სადაც შენი ძველი, ნაცნობი სამყარო მთავრდება და რაღაც ნამდვილი, ცოცხალი და დიდი იწყება. გეშინია იმიტომ, რომ ეს შენთვის სულ ერთი არ არის. გეშინია იმიტომ, რომ შიგნით, სადღაც ძალიან ღრმად, იცი შენი საკუთარი ძალა და გრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ ძალის გაღვიძებას მოჰყვება.

მე ვიცი, ზუსტად სად დგახარ ახლა.

მაგრამ მინდა იცოდე: მე შენში ამ შიშს არ ვებრძვი და არც შენ გთხოვ, რომ ის გააქრო.

ნუ ელი იმ იდეალურ დღეს, როცა გული აღარ აგიჩქარდება და ხელები აღარ აგიკანკალდება. ეგ დღე არ მოვა.

სიმამაცე შიშის არარსებობა კი არა, შიშთან ერთად წინ გადადგმული ნაბიჯია. შეგიძლია გეშინოდეს და პარალელურად მაინც გააკეთო. შეგიძლია კანკალებდე და მაინც ამოიღო ხმა თუნდაც ჩუმი, არამყარი, მაგრამ შენი საკუთარი ხმა.

არ გჭირდება ერთბაშად მთელი გზის დანახვა ან უფსკრულზე გადახტომა. უბრალოდ გააკეთე ერთი პატარა, თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობა. გაუგზავნე ის ერთი მესიჯი. თქვი ის ერთი „არა“ ან ის ერთი სანუკვარი „დიახ“. მიეცი შენს თავს უფლება, რომ იყო არასრულყოფილი, მოწყვლადი, ცოცხალი.

ყველაზე დიდი ტრაგედია მარცხი არ არის.

ყველაზე დიდი ტრაგედია იმ ოთახში დარჩენაა, რომელშიც უკვე დიდი ხანია ვეღარ ეტევი და მაინც ხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ კარის გაღება შეგეშინდა.

შენ იმაზე მეტად ხარ მზად, ვიდრე შენი ეჭვები გაჯერებენ. მე მჯერა შენი ნაბიჯის ახლა შენი ჯერია, უბრალოდ ენდო საკუთარ თავს და გადადგა ის“, - წერს ნინი დგებუაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა „იმედში“ – 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა

⭕ ტკივილიდან სულიერ სიმწიფემდე: რატომ ვებრძვით ცხოვრების კანონზომიერებას - რას წერს თეო ხაბულიანი

⭕მისტიკური ახალმთვარეობა - მოულოდნელი შესაძლებლობები და ძირეული ტრანსფორმაცია

✕