9 ივნისს ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და იღბლიანი მოვლენა გველოდება - კირჩხიბის ნიშანში ორი მთავარი „ბედნიერების პლანეტა“, ვენერა და იუპიტერი ერთმანეთს უერთდება.
ვენერა - ეს არის სიყვარული, სილამაზე, ფული და ფუფუნება.
იუპიტერი - გაფართოების, იღბლისა და ძვირფასი საჩუქრების პლანეტაა.
კირჩხიბი - მართავს ოჯახს, ფესვებს, სამშობლოსა და ნათესავებს.
ეს უძლიერესი ტანდემი ბევრ ადამიანს დააფიქრებს სამშობლოში ან ფესვებთან დაბრუნებაზე, საკუთარი, სიყვარულით აღსავსე სახლის აშენებაზე, უძრავი ქონების შეძენასა თუ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე.
ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ზოგადი პროგნოზი წავიკითხოთ როგორც მზის, ისე ასცენდენტის (მზის ამოსვლის ნიშნის) მიხედვით, რათა ზუსტად გავიგოთ, თუ რომელ სფეროში გველოდება დიდი წარმატება და მატერიალური წინსვლა.
♈ ვერძი
ვენერასა და იუპიტერის შეერთება თქვენი ოჯახისა და სახლის სფეროს ააქტიურებს. ეს საუკეთესო დროა საცხოვრებლის გასალამაზებლად და გასამდიდრებლად. შესაძლოა გახდეთ მდიდრული უძრავი ქონების მფლობელი, მიიღოთ დიდი ფული ქონებიდან, ან გადაწყვიტოთ დაქორწინება. მარტოხელა ვერძებს კი ნათესავების დახმარებით რომანტიკული ნაცნობობა გელით.
♉ კურო
თქვენთვის ეს პერიოდი იურიდიული საქმეებისა და საბუთების იოლად მოგვარების დროა. მოსალოდნელია მდიდრული ნივთების ან ავტომობილის შეძენა. შესაძლოა მგზავრობისას ან სასწავლო კურსებზე საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, ან დაიწყოთ სილამაზესა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც დიდ მოგებას მოგიტანთ.
♊ ტყუპები
ბედნიერების პლანეტები თქვენი ფინანსების სფეროში ერთიანდებიან! აგიმაღლდებათ თვითშეფასება, რაც გიბიძგებთ ხელფასის ან ჰონორარის მომატება მოითხოვოთ. გეძლევათ შანსი, გაიჩინოთ შემოსავლის ახალი წყარო, მიიღოთ ძვირადღირებული საჩუქარი და მოაწესრიგოთ საბანკო საკითხები. არ არის გამორიცხული, დიდი თანხა საკუთარ ფუფუნებაზეც დახარჯოთ.
♋ კირჩხიბი
იუპიტერი მთელი წელი თქვენს ნიშანში იყო, ახლა კი მას ვენერაც უერთდება. ეს თქვენი ტრიუმფია! გელით დიდი ფული, ძვირფასი საჩუქრები, ქორწინება ან მდიდრული სახლის ყიდვა. გარშემომყოფებისთვის ნამდვილი გურუ გახდებით. გარდა ამისა, მალე იუპიტერი თქვენი შემოსავლების სფეროში გადაინაცვლებს და მთელი წლის განმავლობაში სტაბილურ ფინანსურ ზრდას უზრუნველყოფს.
♌ ლომი
ეს ორი პლანეტა თქვენი საიდუმლოებების სფეროში ერთიანდება. მატერიალური კეთილდღეობა და სიყვარულით ტკბობა სხვებისგან ფარულად გელით. შესაძლოა ჩაიტაროთ ფარული სილამაზის პროცედურები, შეიძინოთ რაღაც განსაკუთრებული ან უცხოეთში გაემგზავროთ საყვარელ ადამიანთან ერთად. მალე კი, როცა იუპიტერი თქვენს ნიშანში გადმოვა, თქვენს ბედნიერებას საქვეყნოდ გააჟღერებთ.
♍ ქალწული
შეერთება თქვენს სოციალურ და მეგობრულ სფეროში ხდება. შესანიშნავი დროა დიდი და პრესტიჟული კომპანიის წევრობისთვის, გრანდიოზულ პროექტებზე მუშაობისთვის ან ახალი პროფესიის ასათვისებლად. მეგობრებისგან მიიღებთ პერსპექტიულ შემოთავაზებებს და გაიჩენთ გავლენიან ნაცნობებს. თუ მეორედ ქორწინდებით, ეს საუკეთესო პერიოდია. ასევე, აქტიურად ჩაერთეთ სოციალურ ქსელებში.
♎ სასწორი
თქვენი სოციალური სტატუსი მნიშვნელოვნად იცვლება უკეთესობისკენ. მარტოხელები დაწყვილდებიან, ხოლო წყვილები ქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ სამსახურს ეძებდით, დასაქმდებით ცნობილ, მდიდრულ კომპანიაში, ჰარმონიულ გარემოში. თქვენს სტატუსს ხაზს გაუსვამს რაიმე ძალიან ძვირადღირებული ნივთის შეძენაც.
♏ მორიეელი
უდიდესი წარმატება გელით სწავლაში, იურიდიულ, საგამომცემლო სფეროებსა და უცხოეთთან ურთიერთობაში. შესაძლოა გაიმარჯვოთ სასამართლოში, მიიღოთ საზღვარგარეთ მუშაობის უფლება, შეიძინოთ ქონება უცხოეთში ან რომანი გააბათ უცხოელთან. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე შესაძლოა მომავალი პარტნიორი გაიცნოთ. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ურთიერთობა მეუღლის ნათესავებთან.
♐ მშვილდოსანი
იუპიტერი თქვენი მმართველია და ამჯერად ის ვალების, სესხებისა და იპოთეკური საკითხების მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია დიდი მემკვიდრეობის მიღება ან ქონების გაყოფის თქვენს სასარგებლოდ დასრულება. გელით ვნებიანი თავგადასავალი. პარტნიორთან ერთად დაწყებული ბიზნესი ან ინვესტიცია კი მომავალში შემოსავლებს საგრძნობლად გაგიზრდით.
♑ თხის რქა
ეს გრანდიოზული შეერთება თქვენი პარტნიორობის სფეროს აძლიერებს. არსებული ურთიერთობები შესაძლოა ოფიციალურად გაფორმდეს, ან გაიცნოთ მდიდარი, წარმატებული ადამიანი, ვისთანაც ოჯახს ან სარფიან ბიზნესს შექმნით. პარტნიორისგან გელით ძვირფასი საჩუქრები ან დიდი ფული. ბიზნესის მფლობელებს კი გავლენიანი და მოგებიანი კლიენტები გამოგიჩნდებათ.
♒ მერწყული
იღბალი გელით სამსახურის, ჯანმრთელობისა და ყოველდღიური რუტინის სფეროში. მოსალოდნელია დაწინაურება, ხელფასის მატება ან სამსახურის დამატება. სახლში რემონტის ან ავეჯის განახლებისას შეიძენთ ულამაზეს ნივთებს. საუკეთესო დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ფიტნესის დასაწყებად. ასევე, დიდია კოლეგასთან სასიყვარულო რომანის დაწყების ალბათობა.
♓ თევზები
თქვენი მმართველი იუპიტერი ვენერასთან ერთად თქვენს შემოქმედებით, რომანტიკულ და შვილების სფეროში ერთიანდება. შესაძლოა გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ, ან ბავშვებმა გაგახარონ წარმატებით. დაიწყებთ ახალ, ბედნიერ რომანს (შესაძლოა უცხოელთან). იდეალური დროა თქვენი ნიჭის მსოფლიოსთვის საჩვენებლად, მოგზაურობისთვის და ფუფუნების სამოსის შესაძენად. ასტროლოგები გირჩევენ, ბედი ლატარეაშიც გამოცადოთ!
წყარო: ანა მზიანი