ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც „ეპშტეინის ფაილებზე“ საუბრობს:
„ძალიან ბევრი ფაილი გადავამოწმე „ეპშტეინის” თემასთან დაკავშირებით და საინტერესოა, მაინც და მაინც, ამ დროს რატომ მოხდა ამ ყველაფრის გაშუქება?
უზომო ვერსიებია, თუმცა დროში ვიხილავთ ყველაფერს. ცუდი ისაა, რომ ევროპის პრესაც გადაჭრელდა ამ ამბებით, მაგრამ აქ, ისევ დუმილია …
ფაილების, დაახლოებით 30-35% გახსნილია, მილიონობით ჩანაწერებია, უამრავი ადამიანი ფიგურირებს, არის საკმაოდ მოცულობითი ბაზა და ყველაფერი არ გახლავთ ხელოვნური ინტელექტი.
გამოდით იმ ჩარჩოდან რომ ყველაფერი დამუშავებულია. ეგრე რომ იყოს პაფ დიდი ახლა საკანში არ იქნებოდა, არც კლინტონებს მოუწევდათ სამართლებრივი დავა და ა.შ.
და ამას ამბობს აშშ-ის ოფიციალური საგამოძიებო ჯგუფი, არა რომელიმე მიკერძოებული ორგანიზაცია.
დღეს ზუსტად ის უცხოური ელიტაა მაგ საქმის თავში, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი თვალდახუჭული ენდობოდა, ეს ჭკუის სასწავლია რომ პროცესებს სხვა თვალით უნდა შეხედო, თუმცა დღეს ხომ სამართალი შერჩევითია …
ათასობით გაუპატიურებული და მოკლული ბავშვი, ჩვეულებრივი რიტუალური სცენები და სატანური სიამოვნება, დაგეგმილი მსოფლიო ნაბიჯები და არა მხოლოდ ეს, ბევრ მითს აეხდება კიდევ ფარდა.
თუმცა, საინტერესო ამის შემდეგ რა იქნება? …“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინი იყო ამერიკელი მულტიმილიონერი ფინანსისტი, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა სექსუალურ ძალადობასა და არასრულწლოვნების ტრეფიკინგში გაერთიანებული საქმიანობის გამო. მას ჰქონდა მდიდარი და გავლენიანი კონტაქტების ქსელი, სადაც იყვნენ: პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, საჯარო პირები და სხვა ცნობადი სახეები.
„ეფშტეინის ფაილები“ არის უდიდესი რაოდენობის დოკუმენტები, ფარული ჩანაწერები, ფოსტის ელექტრონული მასალა, ვიდეოები, ფოტოები, საქმის მასალები და მთავრობის გამოძიების ჩანაწერები, რომლებიც თავად ეპშტეინის, მასთან დაკავშირებული პირების და ფედერალური გამოძიების არქივიდანაა.
ფაილებშიც შედის, მაგალითად:
- გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩანაწერები და ინტერევიუები;
- სასამართლოს საქმის მასალები;
- ელ.ფოსტები და კომუნიკაციები ეპშტეინისა და მისი ახლო წრის შორის;
- ფოტოები და ვიდეოები ეპშტეინის სახლებიდან და იძულებითი გადაღებების მასალები;
- სახელები და კონტაქტები, რომლებიც დაკავშირებულია ეპშტეინთან.
ასევე დაგაინტერესებთ: