Digest Logo

„ბნელი ძალები არ თმობენ თავიანთ პოზიციებს და უფრო გამალებით, გააფთრებით უტევენ კაცობრიობას... სერიოზული ცვლილებების პერიოდია“ - რუსუდან კვირიკაშვილი

1770362475
რუსუდან კვირიკაშვილი

რუსუდან კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში დიპლომირებული ჰიპნოთერაპევტი, რეიკის ოსტატი-მასწავლებელია. იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დედამიწაზე მოსალოდნელ სერიოზულ ცვლილებებზე საუბრობს. 

მისი თქმით, ბნელი ძალები არ თმობენ თავიანთ პოზიციებს, უფრო გამალებით და გააფთრებით უტევენ კაცობრიობას. რუსუდან კვირიკაშვილი ამბობს, რომ მათ ძალუძთ ადამიანებზე მავნე ზემოქმედების მოხდენა. მათ ხელშია სხვადასხვა ტიპის იარაღი, რომლითაც ზემოქმედებენ ამინდზე, კლიმატზე, გარემოზე, ენერგეტიკულ და ატმოსფერულ შრეებზე, ადამიანის ფსიქიკაზე:

„რა ხდება დღეს დედამიწაზე?

ღვთიური ენერგიები ფაქიზად მოქმედებენ, რათა ადამიანს დაეხმარონ ზედმეტად მძიმე რეაქციების გარეშე მოხდეს მისი ენერგეტიკული წმენდა-განკურნება.

დღეს სერიოზული ცვლილებების პერიოდი დგას დედამიწაზე.

როგორც ვიცით, დედამიწაზე უფრო და უფრო მეტი ნათელი ენერგიები შემოდის, რამე თუ თავად ჩვენი მზის სისტემა ფოტონური სარტყელისკენ მიემართება. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ის მძიმე ენერგიები, რომლებსაც ადამიანები გრძნობენ, ამის გამო იყოს. სინათლე ჩვენს სასიკეთოდ და დასახმარებლად მოქმედებს და არა დასაზიანებლად.

პარალელურ რეჟიმში ბნელი ძალები არ თმობენ თავიანთ პოზიციებს და უფრო გამალებით და გააფთრებით უტევენ კაცობრიობას. სამწუხაროდ, მათ ძალუძთ ადამიანებზე მავნე ზემოქმედების მოხდენა. მათ ხელშია სხვადასხვა ტიპის იარაღი, რომლითაც ზემოქმედებენ ამინდზე, კლიმატზე, გარემოზე, ენერგეტიკულ და ატმოსფერულ შრეებზე, ადამიანის ფსიქიკაზე და სხვა.

რაც უფრო „სენსიტიურია“ ადამიანი, მით უფრო გრძნობს ის ცვლილებებს ენერგიის დონეზე. ხოლო, ის, თუ ვინ რატომ და როგორ რეაგირებს მსგავს ცვლილებებზე, საბოლოო ჯამში, მაინც ინდივიდუალურია და დარწმუნდებით რაიმე მიზეზის ყველა ადამიანზე განზოგადება არ იქნებოდა მართებული.

ყველა შემთხვევაში დარწმუნებული იყავით, რომ ღვთის ძალით ნებისმიერ შემოტევას და პლანეტურ რყევების ადვილად გაივლით და სამშვიდობოზეც მალე გახვალთ.

მთავარია, მუდმივი კავშირის შენარჩუნება ჭეშმარიტ ღვთიურ სულიერ წყაროსთან, რაც მიიღწევა სულიერი პრაქტიკებით და გაცნობიერებული ცხოვრებით.

როგორც ჩანს, გუშინ მზეზე ძლიერი აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი რადიაციული ტალღა მოქმედებდა ადამიანებზე. არ იდარდოთ, ესეც გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება.

გახსოვდეს, შენ ღვთის დარი არსება ხარ და ღმერთით ყველაფერს შეძლებ“, - წერს რუსუდან კვირიკაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ცხადი ხდება, რომ „მთავარი“ არ მომხდარა, იწყება ზეწოლის ახალი ფორმების ძიება“ - რას მოუტანს მზის დაბნელება მსოფლიოს

„შესაძლებელია პრობლემები საპირისპირო სქესთან, არახელსაყრელია მკურნალობისთვისთვის“ - ეკა კვარაცხელია 7-8 თებერვლის ენერგეტიკულ პროგნოზზე

„ინდივიდუალური სულის კარიბჭე არ ცნობს კოლექტიურ სულს, არ აინტერესებს რელიგია...“ - რას წერს ვატო მსხილაძე ახალი ეპოქის პროგრამაზე