Digest Logo

„წელსაც გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი „ჩუმად“, კონცერტების გარეშე“ - რას წერს ნინო ქათამაძე

1703483246
მომღერალი ნინო ქათამაძე

 ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი „ჩუმად“ - ამის შესახებ მომღერალი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს.

მომღერალი აანონსებს, რომ განმარტებებს ვიდეომიმართვაში გააკეთებ, რომელსაც ასევე ფეისბუკ გვერდზე გაავრცელებს. 

„ამ წელსაც გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ,,ჩუმად“,  ანუ სიმღერის-კონცერტების გარეშე, იბრძოლეს ყველგან და ყველასთან სადაც შეეძლოთ…(ვინ? ..იმედი მაქვს ხვდებით) და ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, რადგან  აქაც არ დაიშურეს ძალები. 

სამწუხაროდ, ვერც ერთ ქალაქში ვერ შევხვდებით, განსაკუთრებულად მტკივა ჩემი ბათუმი..

ამ დღეებში აუცილებლად ჩაგერთვებით ფბ-ზე, რადგან ვთვლი, რომ უნდა იცოდეთ დეტალები, სანამ კიდევ რამე „მომაწერეს“ და დამაბრალეს“, - წერს ნინო ქათამაძე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სოციალურ ქსელში ცხოველზე სავარაუდო ძალადობის მძიმე კადრები გავრცელდა - დაწყებულია გამოძიება

ვინ უმღერებს მუნიციპალიტეტებს საახალწლოდ - სია

ბათუმში ძლიერმა ქარმა ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანა