22 აგვისტო - ჯადოსნური დღე წარმატებისა და სიუხვისთვის.
დღის ენერგიებია 4 • 4 • 8. დღეს მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განაწყოთ საკუთარი თავი წარმატების, სიმდიდრისა და სიუხვისთვის. თანაც, დაბნელებების დერეფანი კვლავ მოქმედებს, ხოლო 22 რიცხვი ინტუიციას კიდევ უფრო აძლიერებს.
🔥 დილა ფიზიკური აქტივობით დაიწყეთ. ჩართეთ 3–5 საყვარელი სიმღერა და მთავარიასხეული გამოაფხიზლოთ და ენერგია დადებითად აამოქმედოთ.
💆♀️ შემდეგ საკუთარ თავს დაუთმეთ დრო. მასაჟი, სპა, საყვარელი პროცედურა ან უბრალოდ რამდენიმე საათი მხოლოდ საკუთარი თავისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ენერგიით შეივსოთ.
📝 ამის შემდეგ ჩამოწერეთ სურვილები. დაიწყეთ სიტყვებით: „მადლიერებით ვიღებ…“ და შემდეგ დაწერეთ ყველაფერი, რაც გსურთ. საკუთარ თავს საზღვრები არ დაუწესოთ.
🎨 დღეს შემოქმედებითი საქმიანობაც ძალიან სასარგებლოა. იმღერეთ, ხატეთ, იცეკვეთ ან რაიმე ახალი მოიფიქრეთ. მანქანაშიც კი ჩართეთ საყვარელი სიმღერა და მთელი გულით აჰყევით.
🌙 აუცილებლად გაიხსენეთ სიზმრები. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს პირველი აზრი, რომელიც თავში მოგივათ, შესაძლოა სწორედ ის პასუხი აღმოჩნდეს, რომელიც გჭირდებათ.
💎 დღეს ნუ დაეჭვდებით და ზედმეტად ნუ იფიქრებთ. აიმაღლეთ ენერგია, ჩაიფიქრეთ სურვილი, გადადგით ნაბიჯი მიზნისკენ და დატკბით ცხოვრებით.
👍 იყავით ბედნიერები, საყვარელი ადამიანები და ფინანსურად უხვი. დაე, ყველაფერი, რაც ჩაიფიქრეთ, საუკეთესო გზით აგისრულდეთ!
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საუკეთესო მეგობარი მყავს...“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე
⭕„ყველაზე პოზიტიური დღეა, გამოდგება ნებისმიერი საქმისთვის...“ - 22 აგვისტოს პროგნოზი ფენშუის მიხედვით