საკმაოდ კარგი პერიოდია ბევრი მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ 9 ნოემბერს იყო ახალმთვარეობა მორიელში, ახლა იქნება სავსემთვარეობა ტყუპების ნიშანში და შესაბამისად, იქ თუ მიმდინარეობდა ღრმა დაფარული პროცესები, ახლა გამომზეურდება.
შეიძლება გავიგოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ იყო ხელმისაწვდომი, გავერკვიოთ იმ საკითხებში, რომლებშიც ვერ ვერკვეოდით, მივაგნოთ იმას, რისი მიგნებაც გვინდოდა. რეტროგრადული პერიოდი დასრულდა, მაგრამ მაინც თვის ბოლომდე მისი გავლენა გრძელდება.
სავსემთვარეობა ემოციურ მდგომარეობას ზრდის და რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება არის ცრუ ინფორმაცია.
ვერძი - საკმაოდ აქტიური და დინამიკური კვირა იქნება და შეუძლიათ, რომ ძალიან კარგად გამოიყენონ ის რესურსი, რომელიც მიეცემათ, ეს შეიძლება იყოს ახალი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები, თუმცა არ უნდა იჩქარონ.
კურო - შეიძლება, რომ ბევრი მომენტი, რაც აწუხებდათ და რასაც ვერ აგვარებდნენ, აი, სწორედ ამ კვირაში წერტილი დაუსვან, გადაწყვიტონ, მოაგვარონ. თუ ეს ეხებოდა რაღაც ხელშეკრულებას, დოკუმენტს ასევე მაგალითად შეიძლება ეს ყოფილიყო ფინანსური მიმართულებით რაიმე საკითხები, ეს იქნება გარკვევის, მოგვარების კვირა.
ტყუპები - აუცილებლად უნდა აკონტროლონ ემოციები, შეიძლება გაიგონ ინფორმაცია, რაც მათ წარმოდგენას კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში რადიკალურად შეცვლის, აუცილებლად მოუწევთ, რომ სწრაფად მოერგონ სიტუაციას.
კირჩხიბი - ძალიან კარგი იქნება თუ დააკვირდებით, გაარკვევთ მოქმედებებს. აქტიური კვირა იქნება, მეტად დააფასეთ საკუთარი თავი, იყავით რაციონალურები და რეალობად აქციეთ თქვენი ფიქრები. კარგი იქნება ნახოთ, რა არის თქვენი ხელის შემშლელი ფაქტორი.
ლომი - 26-მდე აქტიური პერიოდი იქნება, ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოთავაზებები შეიძლება გამოჩნდეს და ენერგია მეტად გაძლიერდება. შესაძლოა, რომ არსებული ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდეს.
ქალწული - კვირის პირველი ნახევარი შედარებით უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს, დაკავდით საოჯახო საქმეებით, ოჯახი, ბავშვები.
სასწორი - შეიძლება მათ გამოადგეთ ის მიღებული ცოდნა, რომელიც წარსულში მიიღეს. შეიძლება საკუთარი თავი, შესაძლებლობები სხვანაირად დაინახოთ და პრიორიტეტად წარმოაჩინოთ.
მორიელი - იდეალური პერიოდია ფინანსური მიმართულებით, კვირის ბოლოს ახალი შეთავაზებები, შესაძლებლობები გექნებათ. სიახლეების პერიოდია. ძველი საქმეები დაასრულეთ, რათა მოგეცეთ ახალი შანსები.
მშვილდოსანი - თქვენი პერიოდი დაიწყო, ყველა მიმართულებით შეგიძლიათ პერიოდი გამოიყენოთ. ცოტა რეალისტურად უნდა შეხედოთ ყველაფერს.
თხის რქა - უმჯობესია მოიცადოთ და არ იაქტიუროთ, საქმის დასასრულებლად კარგი პერიოდია, თუ ხვდებით, რომ გადაიღალეთ, დაისვენეთ და არ აიღოთ ახალი ვალდებულება, აღიდგინეთ ენერგია. მოუსმინეთ საკუთარ თავს.
მერწყული - აქტიური და საინტერესო კვირა იქნება განსაკუთრებით კოლექტივში, სოციუმში, მეგობრებში. კარგი იქნება გამოაჩინოთ საკუთარი თავი და იმოქმედეთ, გადადგით ნაბიჯები, ითხოვეთ დახმარება, ნუ იქნებით მარტოები!
თევზები - მოქმედებს სავსემთვარეობა და კარგი იქნება თუ ემოციურ ფონს უკან დაწევთ, იყავით რაციონალურები. მოახერხეთ შეინარჩუნოთ მშვიდი ემოციური ფონი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სავსემთვარეობის წინა დღე, სიმართლე თანდათან ცხადდება...“ - 23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი