Digest Logo

🎥 „ავანთოთ 7 სანთელი, პატარა ჭიქით ხორბალი, წყალი“ - მარიამ ციმინტია გვასწავლის როგორ შევხვდეთ 2025 წელს

1735495817
მარიამ ციმინტია

ექსტრასენსი, ეზოტერიკოსი, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საზოგადოებისთვის თავისი ზებუნებრივი ძალებით ძალიან კარგადაა ცნობილი.

იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ბევრი გამომწერი ადევნებს თვალს.

ამჯერად, მარიამ ციმინტია „რადიო იმედის“ სტუმარი იყო, სადაც 2025 წელზე ისაუბრა. მან საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი რჩევებიც გაუზიარა, რაც 31 დეკემბრის ღამეს უნდა ჩავატაროთ.

„მოდის 2025 წელი, საკმაოდ ემოციური, აქტიური, ცეცხლის წელიწადი. მინდა გითხრათ, როგორ შევხვდეთ ახალ წელს, გველს და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში ზუსტად ის მოვიზიდოთ რაზედაც ვოცნებობთ.

ახალი წლის ღამეს, ჩვენი სუფრა აუცილებლად უნდა გავაწყოთ 4 სტიქიის პრინციპის მიხედვით. 

პირველი - სუფრაზე უნდა იყოს წყალი, ჰაერის სტიქია, მიწის სტიქია და ცეცხლი. 

უნდა ავანთოთ 7 სანთელი, სასურველია ოქროსფერი, წითელი ან მწვანე. ასევე, პატარა ჭიქით უნდა დადგათ ბრინჯი ან ხორბალი, მიუდგამთ პატარა ჭიქით წყალს. 

ასევე აიღეთ ფურცელი, სადაც ჩამოწერთ ყველა თვეს და ყველა თვეს მიუწერეთ ის, რაც გინდათ მიიზიდოთ“, - ამბობს მარიამ ციმინტია.

@radio.imedi

როგორ შევხვდეთ 2025 წელს?🎄🎅

♬ original sound - Radio imedi

ასევე დაგაინტერესებთ:

მეკვლეს დახვედრის რიტუალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

რა არის ბედისწერის კვანძები და რა უნდა ვიცოდეთ მისი შეცვლის შესახებ - ასტროლოგ ხათუნა ნოელის განმარტება

🎥 „დგახართ ისეთ ხალხთან ერთად, ვინც რუსეთში ფულიც იშოვა, კონცერტები გამართა, იცეკვა, იმღერა... ცუდ ხალხთან ერთად კარგი საქმე ვერ გამოვა“ - ლუკა ხვედელიანი