Digest Logo

🎥 „დგახართ ისეთ ხალხთან ერთად, ვინც რუსეთში ფულიც იშოვა, კონცერტები გამართა, იცეკვა, იმღერა... ცუდ ხალხთან ერთად კარგი საქმე ვერ გამოვა“ - ლუკა ხვედელიანი

1735485923
ლუკა ხვედელიანი

საქართველოს 9 გზის ჩემპიონი კარატეში, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი სტილობრივ კარატეში ლუკა ხვედელიანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინც რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე დგას.

„მინდა მივმართო აქციის მონაწილეებს და იმ გაფიცულ ელიტას, სიამაყით რომ აზიარებთ ვიღაც მსახიობების, მომღერლების პოსტებს და ვიდეოებს, ვინც ცნობილები არიან, მინდა შეგახსენოთ, რომ არსებობს პრინციპები და დღეს აპროტესტებთ თქვენ რუსულ გავლენას და რეალურად დგახართ ისეთ ხალხთან ერთად, ვინც რუსეთში ფულიც იშოვა, ვინც რუსეთში კონცერტებს მართავდა, ცეკვავდა, მღეროდა. პრინციპის საკითხია, რომ ასეთი ხალხი დგას და რუსულ გავლენაზე საუბრობს. ვინც რუსულ გავლენას უწყობდა ხელს დღე და ღამე. 

როგორ შეიძლება ამ ხალხთან ერთად იდგეთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ ვისთან ერთად ვიბრძვით, ცუდ ხალხთან ერთად კარგი საქმე ვერ გამოვა“, - ამბობს ლუკა ხვედელიანი.

 

@lukakhvedeliani 🤷🤷🤷 #foryou #აქცია #საქართველო #fyp #პოლიტიკა #რუსეთიოკუპანტია #ოპოზიცია #ლუკახვედელიანი #ფორიუ ♬ Last Hope (Over Slowed + Reverb) - Steve Ralph

ასევე დაგაინტერესებთ:

საახალწლოდ მორთული ქალაქების მთავარი ნაძვის ხეები - რომელია თქვენი ფავორიტი?

რა უნდა გავაკეთოთ 31 დეკემბერს? - ახალი წლის ტრადიციები და ხალხური წეს-ჩვეულებები

🎥 „ვერანაირი შეურაცხყოფა, ბულინგი, უსამართლოდ გულისტკენა და დაუნდობლობა ვერ გადაფარავს ამ განცდას!“ - რა კადრებს აქვეყნებს ნინი ქარსელაძე