Digest Logo

„ავბედით დროში, რასაც გადის დედამიწა და რაშიც გვიწევს ცხოვრება, დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილების გარეშე ეს ვერ დამთავრდება“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1769061183
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. 

ასტროლოგი წერს, რომ მალე დაიწყება კიდევ უფრო სერიოზული და აქტიური, საომარი, თუ უბრალოდ დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად მკაფიო გადანაწილებები და ამ ყველაფრის მომსწრენი, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ჭრილში ვიქნებით:

„იმ ავბედით დროში, რასაც გადის დედამიწა და რაშიც გვიწევს ცხოვრება დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილების გარეშე ეს ვერ დამთავრდება, თუმცა, პროცესები გაცილებით უფრო ღრმადაა წასული, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია.

პროცესი კი ქვეცნობიერად სულიერში ხდება და ცნობიერში იღებს სახეს.

თუ გსურთ რომ ნახოთ ცოცხალ-მკვდარი ადამიანი, დღევანდელი დრო საამისოდ უნიკალურია. ფიზიკურად ცოცხალია კაცობრიობა, მაგრამ სულიერად მკვდარი. ყოველ დღე შეგიძლიათ ეს ახლოდან იხილოთ.

თავში, რომ რაღაც მოხდეს აუცილებლად ცვლილება ფესვიდან უნდა დაიწყოს. ფესვი კი დღევანდელი კაცობრიობის აზროვნებაა. სამწუხაროდ, ჩვენ ინფორმაციულად და მსოფლმხედველობრივად მრუდ, მოწამლულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, ეს ეტყობათ ადამიანებსაც, ამას კი მთელი მსოფლიო სრული კატაკლიზმისკენ მიჰყავს.
როგორიცაა ადამიანის სულიერ-ზნეობრივი განვითარება, ზუსტად ის ენერგეტიკული მატრიცა იქმნება ირგვლივ. რეალობას თავად კაცობრიობა ქმნის, ისაა მესაჭე დიდი გემბანისა.

ვერ გეტყვით ყოველ დღე ნიუ - იორკში ვიღვიძებთ, თუ როსტოვში, მაგრამ ჩვეულებრივ საგიჟეთში რომ ვიძინებთ და ვიღვიძებთ, ეს ცხადზე ცხადია, ინფორმაციულად და სულიერად ზომბების კრებაა ყოველი ფეხის ნაბიჯზე. განათლების სერიოზული დეფიციტია იმ 21-ე საუკუნეში, რომელიც აგერ ყურის ძირში დაიწყო.

სამწუხაროდ, 21-ე საუკუნე ფილტრაციის ხანადაა უკვე მოხსენიებული, ოღონდ ამ პროცესში ცუდთან ერთად კარგიც ხვდება, კარგი კი იმდენად ძვირფასია, რომ კაცობრიობას აღარ ახსოვს მისი წარსული, არც სამშობლო, არც მრწამსი, ქრისტე ღმერთის ხსენებაზე საუბარიც ზედმეტია. ღმერთი და ღვთაბერივი თვისებები გარიყულია სკოლიდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან, მეგობრობიდან, ურთიერთობებიდან, თვით ადამიანთა გულებიდან, სამაგიეროდ ყოველგვარი შავი და ამორალური მარტივადაა მისაღები, თუ მეცნიერებაში და თუ გარე მსოფლიო რწმენა-წარმოდგენებში.

მეცნიერება და წიგნიერება - ნულოვან შკალას გაცდა, მინუსებშია გასული, ეს ყოველივე ბადებს ზე მატერიალურად მოწყობილ საზოგადოებას, სადაც პური და სანახაობა ნომერ პირველი მოთხოვნილებაა, სტატუსთან და ნარცისულ ბუნებასთან ერთად, სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია.
იმ ბოლო ჟამის პროცესებს, რასაც სამყარო განიცდის თან ახლავს სრული სიგიჟე და საყოველთაო განდგომილება - ,,აპოსტასია“.

როდესაც ჰკითხეს ერთ-ერთს უდიდეს წმინდა მამას - წმინდა ანტონი დიდს, თუ როგორები იქნებიან ბოლო ჟამის ადამიანებიო, ასე უპასუხა: ბოლო ჟამს 9 ავადმყოფი ერთ მართალს ეტყვის არ ხარ კარგადო ... აი, ეს დროა ახლა.
ამ დროის შესახებ ცნობები მრავალ სხვა რწმენა-წარმოდგენებშია, იმავე ,,კალი იუგის“ სახით, ეპოქა, რომელიც მხოლოდ დიდებისა და ომების ხანადაა შერაცხილი.

როგორც ჩანს, დღევანდელ მსოფლიოში მალე დაიწყება კიდევ უფრო სერიოზული და აქტიური თუ საომარი, თუ უბრალოდ დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად მკაფიო გადანაწილებები და ამ ყველაფრის მომსწრენი, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ჭრილში ვიქნებით, რასაც ბევრი მათგანი საკუთარი თვალით იხილავს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„აუცილებლად აიღეთ ასკეზა 1 თებერვალს! აიღეთ ფურცელი და კალამი, დაწერეთ მასზე თქვენი სახელი და გვარი, შემდეგ...“ - რას გვასწავლის ეზოტერიკოსი

„მერკურისა და პლუტონის ზუსტი შეერთება, რაც აძლიერებს სიტყვის, აზრის, ინფორმაციის გავლენას“ - რა ხდება 22 იანვარს ცის კაბადონზე

„გირჩევთ არ დაკავდეთ სარისკო საქმეებით, ექსტრემალური სპორტის სახეობით“ - 22 იანვრის ასტროტენდენციები