მალე ხის დრაკონის წელს, მწვანე ხის გველის წელი ჩაანაცვლებს. როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ სიმდიდრის მოსაზიდად და როგორ დავიცვათ ოჯახი ნეგატიური ძალებისგან - აღნიშნულ საკითხებზე ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.
როგორც ანზორ ოდიშარია ამბობს, თუ გვაქვს სურვილები, რომლებიც წინა წელს ჩაიფიქრეთ და არ აგისრულდათ, ან აღარ გინდათ მათი ასრულება 25 დეკემბრამდე უნდა მოასწროთ.
„ნაძვის ხის და ჩიჩილაკის რიტუალი სწორედ მზებუდობასთან იყო კავშირში, ადრე ნეგატივის წამღებ ხესთან ასოცირდებოდა ნაძვის ხეს და ჩიჩილაკიც კარგად იცავს ბოროტ ძალებს.
ადრე ჩიჩილაკს სამოსით რთავდნენ, ნივთებით, ასოცირდებოდა პიროვნებასთან, რადგან ბოროტი ძალები მასთან წასულიყო, ამიტომ იწვება შემდეგ.
ახლა განსხვავება გვაქვს, ნატვრის ხე და ნაძვის ხე ერთმანეთში აგვერია და ის გახდა, როგორც სურვილის ასრულების, შემკობის, გაბედნიერების სიმბოლო.
რა უნდა გავაკეთოთ?
ჩიჩილაკს მივცეთ ეს დანიშნულება, რომ ცუდი წაიღოს. ავიღოთ ჩვენი ძველი მაისური, გავშალოთ, მასზე დავდგათ ჩიჩილაკი, მოვაწყოთ ლამაზად და როცა ყველაფერი დასრულდება, გავახვიოთ ეს ყველაფერი და დავწვათ პირველ თებერვალს.
რაც შეეხება ნაძვს:
ვიყიდოთ ჯუჯა ზომის ნაძვის ხე, მოვუდგათ გვერდით ჩიჩილაკს, მოგვიანებით კი როცა ამას ღია გრუნტში გადავრგავთ, ვიტყვით ჩემი ცუდი განწყობები თან წაიღე.
შობის პერიოდი:
რას ნიშნავს შობა? მე გამოვდივარ ბნელიდან, ვახელ თვალებს და ვხედავ, რომ პირველ ჩაფიქრებას, სურვილს, როგორი სამოსლით მინდა შევხვდე, სწორედ ამ პერიოდში იგეგმება“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
ასევე დაგაინტერესებთ: