Digest Logo

„ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე...“ - მზე ლომის ზოდიაქოში: თამარ ხოსროშვილის ასტროპროგნოზი

1784442198
 თამარ ხოსროშვილი

მზე ლომის ზოდიაქოში გადადის და ასტროლოგიურად ახალი, ენერგიული ეტაპი იწყება. ეს პერიოდი ასოცირდება თავდაჯერებულობასთან, შემოქმედებით პოტენციალთან, ლიდერის თვისებებსა და საკუთარი შესაძლებლობების თამამად წარმოჩენასთან. მომდევნო კვირების განმავლობაში ბევრი ადამიანი იგრძნობს სურვილს, ყურადღების ცენტრში მოექცეს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს და ცხოვრების ახალი მიმართულება აირჩიოს.

აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„22 ივლისს, თბილისის დროით 23:35 საათზე, მზე ცეცხლოვან, კაშკაშა და შემოქმედებით ლომის ზოდიაქოში გადადის. იწყება ლომის სეზონი და ჰაერში კაშკაშა და რომანტიკული განწყობა ტრიალებს.

ბუნებრივია, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მთავარი აქცენტი გადავა შემოქმედებით თვითგამოხატვაზე, მეტი ყურადღება მიექცევა სცენას, ხელოვნებას, შოუს, ქარიზმასა და ინდივიდუალობას. ადამიანებში გაძლიერდება სურვილი, თამამად გამოხატონ საკუთარი ნიჭი, შემოქმედებითი პოტენციალი და უნიკალურობა.

მზე ლომის მმართველია, ამიტომ აქ ის საკუთარ სახლში გრძნობს თავს. რატომ? ასტროლოგიაში მზე ჩვენი პიროვნების ბირთვს, ცნობიერებას, იდენტობას, სიცოცხლის ენერგიასა და თვითრეალიზაციის სურვილს განასახიერებს. ლომი კი ზაფხულის პიკს უკავშირდება — პერიოდს, როდესაც მზე ყველაზე ძლიერად გამოხატავს თავის სითბოსა და სიცოცხლისმყოფელ ენერგიას. სწორედ ამიტომ ეს ნიშანი სიმბოლურად ასოცირდება გულთან, სიცოცხლის სიხარულთან, შემოქმედებითობასთან, კეთილშობილებასთან, შინაგან სინათლესა და ლიდერობასთან. ლომის ჭეშმარიტი მისია საკუთარი შინაგანი სინათლის აღმოჩენა და შემდეგ ამ სინათლით სხვების განათებაა, გარშემომყოფთა შთაგონებაა.

ლომის მთავარი თვისებებია:

✨ თავდაჯერებულობა და ღირსების ძლიერი განცდა;

✨ გულუხვობა და კეთილშობილება;

✨ შემოქმედებითი თვითგამოხატვა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სურვილი;

✨ ბუნებრივი ლიდერობა, ქარიზმა და ენერგია, რომელიც გარშემომყოფებს შთააგონებს;

✨ ერთგულება და გულწრფელობა;

✨ გამბედაობა და ინიციატივა.

რაც შეეხება მის ჩრდილოვან მხარეს, ლომის ენერგია შეიძლება გამოვლინდეს გადაჭარბებული სიამაყით, ეგოცენტრულობით, დრამატიზმით ან მუდმივი მოთხოვნილებით, მიიღოს აღიარება და ყურადღება.

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კოსმოსი ხელს შეგვიწყობს, ვიყოთ უფრო გაბედულები, თამამად გამოვავლინოთ ჩვენი ნიჭი, ვიმოქმედოთ გულით, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე და არ შეგვეშინდეს ჩვენი შინაგანი სინათლის გაზიარების.

სწორედ ასე შეგვიძლია შთავაგონოთ გარშემომყოფებიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პერიოდში იუპიტერიც ლომის ზოდიაქოში იმყოფება. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ლომის თემებს. პოზიტიური პერიოდი იწყება მათთვის, ვისაც პირადი პლანეტები ან ასცენდენტი ლომის ზოდიაქოში აქვთ.

თუმცა ეს ტრანზიტი თითოეული ჩვენგანის ნატალურ რუკაში იმ სახლს ააქტიურებს, სადაც ლომის ნიშანი მდებარეობს. სწორედ ცხოვრების ამ სფეროში გვექნება შესაძლებლობა, საკუთარი თავი უფრო თამამად, შემოქმედებითად და უნიკალურად გამოვავლინოთ. ბედნიერ ლომის სეზონს გისურვებთ!“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

 ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕ივლისის ამ დღეებში სჯობს სესხი არ აიღოთ!  - თამუნა იოსელიანი საზოგადოებას აფრთხილებს!

⭕როგორ შევქმნათ კეთილდღეობის ენერგია საკუთარ სახლში? - „აიღეთ სხვადასხვა კუპიურა და სიმბოლურად „განათავსეთ“ ისინი სახლის სხვადასხვა მყუდრო ადგილას“