
ცნობილი ასტროლოგი, ქეთი ოდიშელი, რომელიც აქტიურად აზიარებს თავის ცოდნას და გამოცდილებას სოციალურ ქსელებში, ამჯერად „ფეისბუკზე“ საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
იგი 12 აგვისტოს მნიშვნელობაზე წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„მეტეორების წვიმა გვაქვს ყოველ წელს დაახლოებით 17 ივლისიდან - 24 აგვისტომდე, პიკი წელს 12 აგვისტოს უწევს.
ასე რომ მოემზადეთ, სურვილების ჩაფიქრების ჯადოსნური დროა, 23:00 სთ-დან შეიარაღდით თქვენი სურვილებით, დახატეთ ან ჩამოწერეთ საოცნებო თუ რაციონალური მიზნები.
პერსეიდების (მეტეორთა) ნაკადი მოწყვეტილი ვარსკვლავების ეფექტს ქმნიან, თუმცა სინამდვილეში ეს კოსმოსური მტვერია, რომლისგანაც შენც, მეც და ყველა ამ სამყაროს ნაწილი შედგება...“,- წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ხულოში მანქანა ხევში გადავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი
⭕„არ გამოტოვოთ ეს შანსები!...“ - რა გავლენას მოახდენს აგვისტო ჩვენზე? ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი
⭕ „ამდენი სილამაზე ერთად...“ - ნინა ცქიტიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს