
„დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავიდა, ამიტომ წყალქვეშა დინებებს ყველას გაგვიჩენს, თუმცა პოზიტივიც გვექნება“ - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილაში“ საუბრობს.
კვირის მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად მიხეილ ცაგარელმა ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს რეკომენდაციები მისცა:
♈ ვერძი
ეცადეთ არ გადაიღალოთ, მიეცით საშუალებას ორგანიზმს დაისვენოს. ფარული მტრები და შეუსრულებელი დაპირებები იჩენს თან. შეიძლება გქონდეთ გაუთვალისწინებელი ხარჯებიც.
♉ კურო
ენერგოტონუსი ემატება. აქტიური და სტაბილური ხდებით. მაგრამ თქვენში მატულობს სიჯიუტე და ეგოისტურობა, ხდებით ზედმეტად პრინციპულები რაც გადადის კამათში. არ ჩაერთოთ საეჭვო პროექტებში.
♊ ტყუპები
მშვიდ ცხოვრებისეულ რეჟიმზე გადასვლას გირჩევთ. ენერგოტონუსი ეცემა, ფარული მტრები და ჭორები მატულობს. დააჭირეთ ენას კბილი და არ გათქვათ საიდუმლოები.
♋ კირჩხიბი
ენერგოტონუსი მატულობს, შარმი მიზიდულობაც იზრდება. თუმცა სიახლეების დროა, შეიცვალეთ გარეგნობა, სტილი ან იყიდეთ ახალი ნივთები. 20 მაისამდე ეცადეთ შემოიტანოთ სიახლეები.
♌ ლომი
ენერგოტონუსი ეცემა, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. უფროსებთან ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობას, რადგან არ დაიძაბოს ურთიერთობა, ასევე ფრთხილად იყავით პარტნიორთანაც აქაც არის დიდი ალბათობა დაიძაბოს თქვენი ურთიერთობა.
♏ ქალწული
ენერგოტონუსი მატულობს, შეუპოვარი და ქარიზმატული ხდებით. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის. შეიძლება წამოვიდეს უცაბედი წარმატება უცხოეთიდან.
♎ სასწორი
ენერგოტონუსი ეცემა განწყობაც დაბალია. ეცადეთ დააჭიროთ ენას კბილი და იყოთ ფრთხილად. უმჯობესია ცალკე იმუშაოთ.
♏ მორიელი
ძალიან ბევრი საომარი სიტუაცია გაქვთ, შეიძლება რეფორმაცია მოხდეს სამსახურში, ან კარიერაში. ეცადეთ არ დაკარგოთ კონტროლი.
♐ მშვილდოსანი
ცვლილებების შეტანა მოგიხდებათ, თქვენ პროექტებში და გეგმებში. ცოტა ჩქარობთ, ეგოიზმი ძლიერდება, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ისწავლეთ ყურადღების მიქცევა საკუთარი ჯანმრთელობისადმი. ჯანმრთელობა არამდგრადია შეიძლება ძველმა ქრონიკულმა დაავადებებმა იჩინოს თავი.
♑ თხის რქა
ჯანი მატულობს, ენერგიაც გაქვთ. უმთავრესია არ იყოთ სულსწრაფები, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორთან.
♒ მერწყული
გარკვეული ზეწოლის ქვეშ ხართ. ენერგოტონუსი ეცემა. შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემა იჩინოს თავი. არავითარი კამათი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან.
♓ თევზები
იყავით ყურადღებით თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, ზოგიერთ მათგან არ მოეწონება თქვენი წარმატება ან სიტყვა, რაც გამოიწვევს მათი მხრიდან ინტრიგებს და ჭორებს. ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ გადაამოწმეთ, ხელშეკრულებას არ მოაწეროთ ხელი სანამ ყველაფერს კარგად არ გადახედავთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: