Digest Logo

„ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს“ - 7 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე დედას და ბებიას ბრალდება წარუდგინეს

1745824656
საქართველოს პროკურატურა

„საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და დასჯის მიზნით აიძულებდნენ მას არ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და დასჯის მიზნით აიძულებდნენ მას არ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 აპრილს დააკავეს. ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ) და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (იძულება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღეს მოერიდეთ კისრის მკვეთ მოძრაობებს, ცივ გაზიან სასმელებს“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

⭕„აივიმ და ავამ იციან, როცა ღამდება და ცაზე ვარსკვლავი აციმციმდება გოგოჩა ბაბუა! ანათე გოგიჩა ბაბუ, ჩვენ ყველგან გვწვდები“ – გიორგი გოგიჩაიშვილი 57 წლის გახდებოდა, რას წერს ნათია ბანძელაძე

🎥 „არ ენდოთ ახალ გაცნობილ ადამიანებს“ - 28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან