Digest Logo

„ბევრი სიჯიუტეში და ამპარტავნებაში გადავარდება და ვერაფერსაც ვეღარ მიაღწევს“ - ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა, ხათუნა ნოელის პროგნოზი

1769960084
ხათუნა ნოელი

სტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 2 თებერვლის სავსემთვარეობაზე საუბრობს:

„ხვალ სავსემთვარეობაა ლომის13*4'-ზე. თბილისის დროით პიკი ღამით, 02:09-ზე უწევს.

პირველყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სავსემთვარეობა წარმოადგენს რაღაც მოვლენების კულიმინაციას, ან წინა ამბების დასასრულს და რეზულტატების მიღების პერიოდს; მოვენებისა, რომლებიც მთვარის წინა ფაზაზე, ანუ ახალმთვარეობისას დაიწყო. თუმცა შესაძლოა იყოს უფრო შეორეული მოვლენების ექოც.

ეს სავსე მთვარე ლომის ზოდიაქოდან მერწყულში ახლა მყოფ მზეს, ვენერას და მარსს უპირისპირდება და სავარაუდოდ, იმ თემებს წამოგიწევთ, რასაც თქვენს რუკაში ეს პლანეტები განკარგავენ( ნახეთ, რუკის რომელი სახლები გეწყებათ ლომით, ვერძით, სასწორით და კუროთი, და მიხვდებით კონკრეტულად რა თემები შეიძლება იყოს ესენი, ანუ რა საკითხები აბარიათ ამ სახლებს თქვენს პირად რუკაში).

თუმცა, ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ როდესაც რაღაც მთავრდება, იქვე იწყება მზადება ახლისთვის. ხაზს ვუსვამ- მზადება, მაგრამ არა უშუალოდ მოქმედება. აქტივობისათვის შესაფერისი დრო წესით და რიგით ახალმთვარეობიდან დგება ხოლმე.

მაგრამ თებერვალში ახალმთვარეობა მზის დაბნელებას ემთხვევა და ამიტომ აქტიური ქმედებებისათვის შესაფერისი დრო კიდევ 1 თვით - მარტის ახალმთვარეობამდე დაიგვიანებს.

ახლა კი უბრალოდ გვეძლევა საშუალება, ავჯდეთ და ვიფიქროთ, რისი განულება გვსურს , რა გვინდა გავატანოთ მომავალ მზის დაბნელებას ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ. იქნებ '' რა'' კი არა, არამედ ''ვინ'' , რადგან მარსი და ვენერა ეგრეთ წოდებული ლიბიდო(სექსუალური ენერგიის მქონე) პლანეტებია, და ეს მიმართულებაც არაა გამორიცხული... ზოგიერთისთვის ეს შესაძლოა იყოს გულწრფელი საუბრის და საკუთარი ინტერესების დაცვის მოთხოვნილებაც ამ ურთიერთობებში. დანახვება პარტნიორისათვის თუ ვინ ხართ და რა გეკუთვნით. ზოგიერთი კი უბრალოდ ხმის ამოუღებლად გაწყვეტს იმას, რაც დიდი ხანია ტვირთად იქცა.

საქმიან სფეროზე ეს სავსემთვარეობა შესაძლოა აისახოს იმგვარად, რომ ბევრს გაუჩნდეს ამბიციები და აღიარების სურვილი, ლიდერობის მოთხოვნილება. ბევრს შემოქმედებითი უნარები გაეხსნება, ან გულუხვობის, სხვების მფარველობის სურვილი მოუზღვავდება, ბევრიც უბრალოდ სიჯიუტეში და ამპარტავნებაში გადავარდება და სავარაუდოდ ვერაფერსაც ვეღარ მიაღწევს.

რა თემებსაც არ უნდა ეხებოდეს, ყველაფერი ლომური პომპეზურობით გაკეთდება. საკუთარი სიდიადის შეგრძნებით.
ახლაც , ისევე როგორც მთვარის ნებისმიერი ფაზის ცვლილების დროს, მნიშვნელოვანია არ ვჩხუბოთ, არ ვიკამათოთ, ბევრი ვიმოძრავოთ( მაგალითად ფეხით ვიაროთ, მზეს მივეფიცხოთ), დავკავდეთ ლოცვებით, მედიტაციებით, ან სხვა სულიერი პრაქტიკებით.

უკუნაჩვენებია სამედიცინო/ ქირურგიული ჩარევები, მათ შორის პლასტიკაც. კატეგორიულად არარეკომენდებულია ტვინის მოგრძო კუნთზე, თვალებზე, ზურგის არეში, გულზე და სისხლძარღვთა სისტემაზე ოპერაციები.

მოერიდეთ ყველა იმ საკვებს, რომელიც სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის ფოლაქების დაგროვებას უწყობს ხელს, მათ შორის ალკოჰოლს განსაკუთრებულად.

ვისზე იმოქმედებს?

მათზე ვისაც პლანეტები ლომის ან მერწყულის, ასევე ვერძის, ტყუპების , მშვილდოსნის და სასწორის 13-15 გრადუსის ფარგლებში გყავთ. ცუდად თუ კარგად - თქვენს რუკებში ამ პლანეტების მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუმცა ძირითადი ტენდენციები მაინც სასიკეთოა.

სირთულეები ზოგადი პროგნოზით კუროებს და მორიელებს შეიძლება შეექმნათ. დანარჩენებისთვის ნეიტრალური პერიოდია“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ცაზე ამოვა სახელწოდებით „თოვლიანი სავსემთვარე“, რომელიც...“ - რას წერს თამუნა იოსელიანი

როდის სჯობს თავის მოვლის პროცედურების ჩატარება თებერვალში და თარიღები, როცა ექიმთან ვიზიტს უნდა მოერიდოთ

„მატულობს კონფლიქტურობა, დაძაბულობა... ყურადღება მიაქციე ჯანმრთელობას“ - ქეთი ოდიშელი 2 თებერვლის სავსემთვარეობაზე