ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 2 თებერვლის სავსემთვარეობაზე წერს:
„2 თებერვალს, სავსემთვარეობა (პიკი საქართველოს დროით 02:09 სთ -ზე), ლომის ზოდიაქოს ნიშნის მე-13.03 გრადუსზე.
ამ სავსემთვარეობაზე დაგვირგვინდება ის საკითხები, რომელსაც 2025 წლის ივლისის ახალმთვარეობას ჩაეყარა საფუძველი.
სავსემთავრეობის მმართველია მზე, რომელიც მერწყულის სტელიუმით უპირისპირდება მთვარეს, ლომი სიმბოლურად ცნობად სახეებსა და ლიდერებს გამოხატავს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სოციუმის, ხალხის მხრიდან ზეწოლა უფრო მსუბუქი იქნება (ლომის “მშობელი” მზეა) დიდი რეორგანიზაციების, კონფლიქტებისა და ტრანსფორმაციის პერიოდი შეიძლება იყოს.
ამ ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ თებერვალი დედამიწის სუნთქვის ფაზას უკავშირდება, ამიტომ გარკვეული კატაკლიზმები მსგავს ციკლებში ისედაც არის ხოლმე, ამას მოახლოებული დაბნელებაც ერთვია 17 თებერვალს.
არის ეს შიშის საფუძველი? რა თქმა უნდა არა. "„ოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში". (ეკლესიასტე).
ძველი ასტროლოგიური წყაროებით, სავსემთვარეობის ეს კონკრეტული (13) გრადუსი განასახიერებს ხარს, რომელიც საძოვარზეა, სიმბოლურად ეს არის კმაყოფილი, მორჩილი, თავის საქმეებით გატაცებული ადამიანი.
იყავი მზის სხივების გამტარი. ეს პერიოდი ლომის შუაწერტილთან ახლოსაა, რაც მის თვისებებს კიდევ უფრო ხატოვანს ხდის. სცენა, თვითგამოხატვა, ქარიზმა, გუნდის აყოლიება, ლიდერული თვისებები, აღიარება, დაფასება, აი ამ ყველაფერზე მეტყველებს სავსემთვარეობის ეს ენერგიები. იმუშავეთ ეგოიზმსა და ამპარტავნებაზე. გამოიჩინეთ სიმშვიდე და მოთმინება, თუმცა ნუ დაკარგავთ სიმტკიცესა და მიზნისკენ სვლის სურვილს!
სავსემთვარეობის ენერგიას ვიყენებთ სხვადასხვა პრაქტიკებში. მაგ:დადგი მთვარის შუქზე (აუცილებელი არ არის მთვარე ჩანდეს) ღამით, საფულე, მინერალური ქვები, სიმბოლოები, წყალი ქილით, თაფლი, თან უთხარი: “როგორც ეს მთვარე ივსება, ისე შეივსები ჯანმრთელობის, სილამაზის, სიუხვის, სიყვარულის ენერგიით. დაე იყოს ასე!"
წყალს დალევ მეორე დღეს, როდესაც აიღებ ყველაფერს, ასევე შეგიძლია გადაივლო მთლიანად ან სახეზე წაისვა და შეიშრო.
ეს სავსემთვარეობა, უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე განსაკუთრებით სასიკეთო იქნება ცეცხლისა (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) და ჰაერის სტიქიის (ტყუპები, სასწორი, მერწყული, თუმცა ლომებმა, მერწყულებმა, მორიელებმა და კუროებმა (ფიქსირებული ნიშნები) დიპლომატიისა და მოქნილობის ინსტრუმენტები მეტად გამოიყენეთ.
ზოგადად სავსემთვარეობის პერიოდში მატულობს კონფლიქტურობა, დაძაბულობა.
ყურადღება მიაქციე ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
ნუ იქნები შუმახერი. იყავი წინდახედული გზებზე. არ არის ხელსაყრელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღება.
თითოეული ნიშნისთვის ახლო პერიოდის პროგნოზს მომდევნო პოსტში შემოგთავაზებთ. ახლა კი ამ პერიოდისთვის ეფექტურ პრაქტიკას გაგიზიარებ.
მაკრობიუსი აღწერს კრონოსის ლომს შემდეგნაირად: ლომს ყოველთვის გამოსახავდნენ მრგვალ ფორმაში, მას გარშემო ერტყა დროის მდინარე, ან ოკეანე, ან გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს ურობოროსი.
ლომი მოკვდავია, მაგრამ წრე მის გარშემო გამოსახავს უკვდავებას, უსასრულობას. (ლომი ერთგვარად სიცოცხლეს გამოხატავს, ამიტომ სიმბოლიზმში ხშირად შეხვდებით სატურნს, კრონოსის ანალოგიას, რომელიც თავის შვილს ჭამს) ურობოროსი გამოსახავს ეკლიპტიკას, რომელიც მოიცავს ზოდიაქოს ნიშნებს, ანუ არსობრივად ტყავის ცვლის პროცესი, ზოდიაქოს ნიშნების გადასვლას ერთიდან მეორეში -იერსახის ცვლაზე, წინ მოძრაობაზე მიუთითებს, (თავად ურობოროსოს სიმბოლო ასევე დროის მივიწყებული ჰიპოსტასის ციკლურობის გამომსახველია.).
გთავაზობთ საინტერესო ძველ მედიტაციას, რომელიც ეფექტურია მაშინ, როდესაც რაღაც ისე არ მიდის ცხოვრებაში, როდესაც გაქვთ შფოთი, შეგრძნება, რომ სადღაც გაიჭედეთ, ან თუ დროის სვლას ტვირთად აღიქვამთ და დაიღალეთ, ასეთ დროს, წარმოიდგინეთ ურობოროსი (წრეზე გველი) მუდმივობა, რომელში არის მოთავსებული მოკვდავი ლომის თავი (დაახლოებით ისე, როგორც ფოტოზეა გამოსახული ... სულ ეს არის...
სიმშვიდე და ნაყოფიერი თებერვალი ყველას“, - წერს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მქონდა 3 ქვეყნის ნახვის უდიდესი სურვილი და...“ - თამო ვაშალომიძე სამხრეთ კორეაში მოგზაურობს
⭕ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შტორმული ღელვა - 3-4 თებერვლის მოსალოდნელი ამინდი