Digest Logo

„ბევრი ტკივილი მოდის იქიდან, სადაც მიუღწეველი სურვილები და დაუმთავრებელი ემოციები ჩარჩენილია ქვეცნობიერში და იქ იბადება გაურკვეველი შიში“ - რას წერს უჩა სიხარულიძე

1761542992
უჩა სიხარულიძე

„ადამიანი ცდილობს მიაღწიოს მიუწვდომელს იმიტომ, რომ შინაგანად ვერ გრძნობს მიღწევის ფასს. რაც უფრო შორს ეძებს ბედნიერებას, მით უფრო შორდება საკუთარ ბუნებრივ მდგომარეობას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი უჩა სიხარულიძე წერს.

მისი თქმით, მიუწვდომლის ძიება ხდება მაშინ, როდესაც შინაგანად არ გვაქვს მიღებული საკუთარი ემოციური რეალობა:

„ადამიანები იტანჯებიან იმიტომ, რომ ვერ ამჩნევენ შიდა წინააღმდეგობებს საკუთარ თავში.

ბევრი ტკივილი მოდის იქიდან, სადაც მიუღწეველი სურვილები და დაუმთავრებელი ემოციები ჩარჩენილია ქვეცნობიერში და სწორედ იქ იბადება გაურკვეველი შიში, სევდა და მუდმივი უკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით.
ადამიანი ცდილობს მიაღწიოს მიუწვდომელს იმიტომ, რომ შინაგანად ვერ გრძნობს მიღწევის ფასს. რაც უფრო შორს ეძებს ბედნიერებას, მით უფრო შორდება საკუთარ ბუნებრივ მდგომარეობას.

ეს მდგომარეობა ხშირად კარმულიცაა. როდესაც სული ატარებს გამოცდილებას, სადაც ერთ დროს ძალაუფლება ბოროტად იქნა გამოყენებული ან სიყვარული გაუფასურებული. ახლა იგივე ენერგია უბრუნდება ახალ ფორმაში, როგორც შიში, არასრულფასოვნება და მუდმივი ძიება.

ადამიანი გრძნობს, თითქოს რაღაც აკლია, მაგრამ სინამდვილეში აკლია ბედნიერების განცდა.

ფსიქოლოგიურად, ეს დაკავშირებულია შაბლონებთან, სადაც პიროვნება სწავლობს ბავშობიდან, რომ სიყვარული დამსახურებით მოდის და არა ბუნებრივად. ამიტომ ცდილობს იყოს საუკეთესო, მოერგოს ყველას, დაამტკიცოს საკუთარი თავი და ამ პროცესში კარგავს შინაგან თავისუფლებას. თავდაჯერებულობა იკარგება, როდესაც თვითშეფასება სხვა ადამიანების აღიარებაზეა აგებული.

მიუწვდომლის ძიება ხდება მაშინ, როდესაც შინაგანად არ გვაქვს მიღებული საკუთარი ემოციური რეალობა. როდესაც ადამიანი ვერ იტანს საკუთარ სისუსტეს, ის ეძებს იდეალურ ფორმას გარეთ, რათა თავი დაიცვას ტკივილისგან. მაგრამ ეს დაცვა იწვევს მუდმივ დაძაბულობას.

სულიერი გათავისუფლება იწყება იქ, სადაც ადამიანი წყვეტს ბრძოლის გაგრძელებას საკუთარ თავთან და იწყებს დანახვას იმ ყველაფრის, რაც მასშია. როცა ის ხედავს რომ არც ტკივილი და არც სიხარული არ არის მტერი, არამედ გამოცდილების ნაწილი, იწყება ნამდვილი სიმშვიდე. ამის შემდეგ თავდაჯერებულობა აღარ არის იმიჯი, არამედ შინაგანი ფაქტი, რომელიც აღარ საჭიროებს მტკიცებას“, - წერს უჩა სიხარულიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სწორედ ეს სტრატეგია მიგვიყვანს წარმატებამდე...“ - 27 ოქტომბრის კოსმოსური ამბები და დღის აფირმაციები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით