14 სექტემბრიდან ურანი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, რაც ასტროლოგიური ინტერპრეტაციით მოულოდნელი ცვლილებების, ძველი საკითხების დაბრუნებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადახედვის პერიოდს უკავშირდება. ურანის რეტროგრადული ფაზა ტყუპების ნიშანში მიმდინარეობს და, ასტროლოგების შეფასებით, განსაკუთრებით გააქტიურდება კომუნიკაციის, ინფორმაციის, ურთიერთობებისა და პირადი თავისუფლების თემები.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვიზიარებს და ამბობს, რომ შესაძლოა მიმდინარე პერიოდში გარკვეული საკითხები შეფერხდეს:
„14 სექტემბრიდან ურანი რეტროგრადული ხდება. ტყუპების მე-6 გრადუსზე. შებრუნდება და წავა უკუსვლით. იქამდე კი სტაციონარულია რამდენიმე დღე. ანუ გაჩერებული. ნუ, როგორ გაჩერებული დედამიწიდან აღიქმება ასე, რომ აღარ მოძრაობს.
ურანი ნელი პლანეტაა და უკუსვლაზე გადასვლის წინ კიდევ უფრო კარგავს სიჩქარეს.
ჰოდა, ყველაფერი რაც მას აბარია, რაღაცნაირად ტემპს აგდებს, ფერხდება, თითქოს ერთ ადგილზე გაშეშდაო. აგერ ჩემთან „ფეისბუკმაც“ გაჭედა ამ პოსტს რომ ვწერდი. „ფეისბუკი“ რა შუაშიაო? შუაში კი არა, გაგანია მერწყულის პერიოდში, 4 თებერვალსაა დაარსებული და ურანულია ესეც.
კიდევ ტექნიკაც ურანულია და არ გირჩევთ ამ დღეებში კომპიუტერების, მობილურების და სხვა გაჯეტების ყიდვას. პრინციპში, რაც დენში ერთდება ან ბატარიებზე მუშაობს, არაფრის ყიდვას არ გირჩევთ 15-მდე.
კიდევ რა?
კიდევ ამ ოთხი დღის განმავლობაში ბევრი უცნაური ამბავი შეიძლება მოხდეს, არასტანდარტული, ყოვლად მოულოდნელი, გამორჩეული... ექსტრემალური? - კი, ეგეც.
საყოველთაო გათიშვა რაღაც სისტემის მაგალითად.
ან აჯანყება, გაფიცვა... უჰ, ეს ხომ საერთოდ ძალიან ურანულია, ამბოხება და პროტესტები...რევოლუციური განწყობები.
კიდევ? - კრიპტო და სხვა ელექტრონული ვალუტებიც ძალიან ურანული თემაა და მაინცდამაინც ამ დღეებში მიძალებას არ გირჩევთ.
კიდევ? კიდევ... ჰმმ... გავიხსენო, მოიცათ.
კიდევ ურანულია გენიალური აღმოჩენები და სხვათა შორის ეგენიც აი ასეთი სტაციონარულობის პერიოდებს ემთხვევა ხოლმე ხშირად.
ისე კოსმოსიც ურანია, ავიაციაც, ასტროლოგიაც, ასტროფიზიკაც და უბრალოდ ფიზიკაც.
„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა... - ესეც კი ურანული გამოსვლაა, და ჯოგიც ურანულია და ირმებიც კი. აი დაჭრილისა რა მოგახსენოთ...
მოკლედ - ეს 4 დღე, ძალიან საინტერესო დღეები უნდა იყოს წესითა და კანონით.
ვნახოთ? - კი ბატონო, ვნახოთ“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე იშვიათი და ძვირფასი საჩუქარი ამქვეყნად არის ადამიანი...“ - რას წერს ეზოტერიკოსი
⭕ საქართველოს 17 - წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები ბაქოში ორჯერ დაამარცხა