ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ასტროლოგიურად, ერთ-ერთი გარდამტეხი წერტილი არის სატურნის დაბრუნება, დაახლოებით 28-30 წლის ასაკში. ეს არის დრო, როდესაც უკვე შენ ხარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე:
„როდის იწყება რეალურად შენი ცხოვრება?
ბევრს ჰგონია, რომ ცხოვრება იწყება დაბადებიდან, მაგრამ თუ დააკვირდები, პირველი წლები უფრო ჰგავს პროგრამას, ვიდრე შეგნებულ არჩევანს.
შენ იზრდები გარემოში, იღებ წესებს, შიშებს, შეხედულებებს და დიდხანს ცხოვრობ ისე, რომ არც კი კითხულობ, ეს მართლა შენი გზაა?
ასტროლოგიურად, ერთ-ერთი გარდამტეხი წერტილი არის სატურნის დაბრუნება, დაახლოებით 28-30 წლის ასაკში.
ეს არის დრო, როდესაც უკვე შენ ხარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე.
სატურნი არ გიჩვენებს მარტივ გზას, ის დაგაყენებს რეალობის წინაშე, გაჩვენებს, სად ხარ სუსტი, სად არ იღებ პასუხისმგებლობას, სად გარბიხარ საკუთარი ცხოვრებისგან და ბევრი ადამიანი სწორედ აქ ჩერდება, არა იმიტომ, რომ ვერ შეუძლო, არამედ იმიტომ, რომ არ სურს გაიზარდოს. იმიტომ რომ ზრდა ნიშნავს:
ილუზიების დაკარგვას;
თავის მოტყუების დასრულებას და რეალობასთან პირდაპირ შეხვედრას, მაგრამ ვინც ამ ეტაპს გადის, მისი ცხოვრება რეალურად აქ იწყება.
ეს შეკითხვა შეიძლება ცოტა უხერხული იყოს, მაგრამ მაინც: თქვენ უკვე დაიწყეთ ცხოვრება თუ ჯერ კიდევ იმ პროგრამით ცხოვრობთ, რაც ოდესღაც მოგცეს?“, - წერს უჩა სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ: