Digest Logo

„ინდივიდუალური სულის კარიბჭე არ ცნობს კოლექტიურ სულს, არ აინტერესებს რელიგია...“ - რას წერს ვატო მსხილაძე ახალი ეპოქის პროგრამაზე

1770360816
ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ახალი ეპოქის პროგრამაზე საუბრობს. 

მისი თქმით, სულის კარიბჭე, რომელიც აქამდე იყო ემოციური ტანჯვა და რომანტიზმი, გარდაიქმნება და გახდება ინდივიდუალურ სულად, რომელიც არ ცნობს კოლექტიურ სულს და არ აინტერესებს რელიგია:

„მძინარე ფენიქსის არქეტიპი - ახალი ეპოქის პროგრამა:

მითოლოგიაში ფენიქსი არის ჩიტი, რომელიც იწვება, რომ ფერფლიდან აღდგეს. ჩვენ არ გადავდივართ ახალ ეპოქაში რემონტით. ძველი ეპოქა (ინსტიტუტები, მთავრობები, სოციალური კონტრაქტები) უნდა დაიწვას. ფენიქსი ცეცხლს უკიდებს ბუდეს, ის არ არის აფრენილი. ის არის მძინარე, რომელიც იღვიძებს....

როცა ფენიქსი იღვიძებს, ის არის მშიერი, გაღიზიანებული და ეგოცენტრული. მას არ აინტერესებს სხვები. მას უნდა სიცოცხლე. პირველი წლები (2027-დან) იქნება ზუსტად ასეთი - კაცობრიობა გაიღვიძებს ნაბახუსევზე, ინსტიტუტების გარეშე, და იგრძნობს მხოლოდ საკუთარ თავს.

სულის კარიბჭე, რომელიც აქამდე იყო ემოციური ტანჯვა და რომანტიზმი, გარდაიქმნება და გახდება ინდივიდუალურ სულად. ინდივიდუალური სულის კარიბჭე არ ცნობს კოლექტიურ სულს. მას არ აინტერესებს რელიგია. მას აინტერესებს ჩემი სული.

„მე არ ვიცი ხვალ რა მინდა, მაგრამ ახლა მინდა ეს. ეს არის ექსტრემალური ემოციური ინტენსივობა, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს“.

სექსუალობა და ინტიმურობა მუტაციამდე იყო, „ჩვენ ვქმნით ოჯახს და ვზრდით ბავშვებს“ - ეს ითიშება.

სექსუალობა ხდება ინსტრუმენტი. ეს აღარ არის „ოჯახის შექმნა“. ეს არის „გენეტიკური შერჩევა“. ფენიქსი წყვილდება მხოლოდ იმასთან, ვინც მას გააძლიერებს. თუ კავშირი არ არის პროდუქტიული (სულიერად ან ფიზიკურად), ეს კარიბჭე მომენტალურად კლავს ურთიერთობას.

ყველაზე ძლიერი კარიბჭე საკრალურ ცენტრში, აღარ ემსახურება ჯგუფს...

ახლა ის ხდება კოლოსალური ძალა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ადამიანი ხდება დამოუკიდებელი ელექტროსადგური.

„მე არ მჭირდება შენი დახმარება, მე მაქვს ჩემი ძალა“.

„დაკავებული ვარ საკუთარი გადარჩენით“.

ასეთი ადამიანი არ გეგმავს მომავალს. ის მოქმედებს ინსტინქტურად მომენტში. თუ საფრთხეა - გარბის. თუ საჭმელია - ჭამს. არანაირი მორალი, არანაირი სტრატეგია. მხოლოდ ყოფნა.

ადრინდელი პროგრამა - ჩვენ ვართ დაცულები (სკოლა, პოლიცია, საავადმყოფო). მძინარე ფენიქსი აუქმებს მსხვერპლის როლს.

მსხვერპლის მენტალიტეტი: „სახელმწიფომ უნდა მომხედოს“.

ფენიქსის მენტალიტეტი, სრულიად საპირისპიროა... „არავინ არაფერს მომხედავს. ან მე ვიპოვი გზას, ან მოვკვდები“.

ეს ჟღერს სასტიკად, მაგრამ მექანიკურად ეს არის გაძლიერება. ეს სიხშირე გაიძულებს, იპოვო ღმერთი შენს შიგნით
მძინარე ფენიქსი არის ინდივიდუალიზმის ტრიუმფი.

ეს არის დრო, როცა ხელოვნური „ჩვენ“ კვდება და იბადება ნამდვილი „მე“. ეს იქნება ხმაურიანი, ქაოსური და ეგოისტური, მაგრამ ამ ცეცხლში გამოიჭედება ის სული, რომელიც მატერიაზე მაღლა დგას“, - წერს ვატო მსხილაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„სწორედ ესაა მენტალური სიჩუმის, სიმშვიდის მდგომარეობა...“ - რატომ უნდა მოუსმინო სხეულს, ქეთი ოდიშელის განმარტება

„ეს არის ახალი, ოცდაათწლიანი კარმული ციკლის დასაწყისი, ყოველთვის მოაქვს საზოგადოებრივი სტრუქტურების განახლება“ - ასტროლოგი თებერვლის ენერგიებზე

🎥 რეპროდუქციული მედიცინა: ბიზნესი თუ სოციალური პასუხისმგებლობა - „უნაყოფობა არ არის ონკოლოგიური დაავადება, ის სრულყოფილებისთვის იბრძვის“