ასტროლოგი ანა მზიანი სოციალურ ქსელში 21 ივნისის მზებუდობასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციას და რეკომენდაციას ავრცელებს.
როგორც ანა მზიანი წერს, 21 ივნისს ზაფხულის მზებუდობა დგება - ასტრონომიული მოვლენა, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წლის ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე ფიქსირდება.
ამ დღეს, დღის ხანგრძლივობა დაახლოებით 15 საათსა და 12 წუთს შეადგენს, რის შემდეგაც დღეების შემცირება, ხოლო ღამეების გახანგრძლივება დაიწყება და ეს პროცესი 21-22 დეკემბრის ზამთრის მზებუდობამდე გაგრძელდება.
ზაფხულის მზებუდობას განსაკუთრებული მნიშვნელობა უძველესი დროიდან ენიჭებოდა. სხვადასხვა კულტურაში ეს დღე ბუნების ძალებთან, განახლებასთან, ნაყოფიერებასა და ახალი ცხოვრების დაწყებასთან ასოცირდებოდა. ადამიანები ატარებდნენ რიტუალებს, ლოცულობდნენ და ცდილობდნენ, ცხოვრების ახალი ეტაპი სწორედ ამ პერიოდიდან დაეწყოთ.
ასტროლოგიაში მზებუდობა მზის ენერგიის პიკად მიიჩნევა. ასტროლოგების განმარტებით, ეს დრო ხელსაყრელია ახალი მიზნების დასახვისთვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და ცხოვრებისეული ცვლილებების დასაწყებად.
წელს 21 ივნისს მზე 05:26 საათზე ამოვა, ხოლო 12:25 საათზე ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის და ტყუპებიდან კირჩხიბში გადავა.
მზებუდობის დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შინაგან სიმშვიდესა და პოზიტიურ განწყობას. ამ დღეს რეკომენდებულია ლოცვა, მედიტაცია, ბუნებაში გასეირნება და მზის ამოსვლის ხილვა.
ტრადიციის მიხედვით, ადამიანები ცდილობენ, მეტი დრო გაატარონ ბუნებაში, მიიღონ მზის ენერგია და მადლიერებით შეხვდნენ ახალ ციკლს.
„ამ დღეს ჩაიცვით ღია ფერის სამოსი. გამოაცხვეთ მრგვალი ფორმის ნამცხვარი, ხაჭაპური. სიყვარულით იყავით მამის მიმართ, გარდაცვლილისთვის ილოცეთ, გაუგზავნეთ სიყვარული, გაეცით მის სახელზე საკვები. ამ დღეს მოერიდეთ კამათს, სიზარმაცის გამოვლენას, ნუ იქნებით მოწყენილი“,- წერს ასტროლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება... - გაფრთხილება ამინდის შესახებ