Digest Logo

🎥 „ჩალპება ყველა სისტემა და გამოაშკარავდება დანაშაული“ - ასტროლოგ თამო აქუბარდიას გაფრთხილება „შავი მთვარის“ თხის რქაში გადასვლაზე

1789554036
თამარ აქუბარდია

შავი მთვარე (ლილიტი) თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, სადაც მომდევნო 9 თვის განმავლობაში დარჩება. ასტროლოგ თამო აქუბარდიას განმარტებით, ეს ტრანზიტი გლობალურ, სოციალურ და ინდივიდუალურ დონეზე სერიოზული გამოწვევებისა და ილუზიების მსხვრევის პერიოდს მოასწავებს.

ასტროლოგი აღნიშნავს, რომ კარმულ ასტროლოგიაში ლილიტი „სრულ ბოროტებასთან“ და ბნელი ძალების გააქტიურებასთან ასოცირდება, ხოლო ფსიქოლოგიურ ჭრილში ის არაცნობიერში დაგროვილ ტრავმებს, შინაგან აგრესიას, ილუზიებსა და საგვარეულო ნეგატივს უკავშირდება.

„თხის რქა მმართველობის, სახელმწიფო სისტემისა და კადრების სიმბოლოა. ტრანზიტის პერიოდში მოსალოდნელია მართვის სისტემების ჩამოშლა, არასწორი საკადრო პოლიტიკის გააქტიურება და არაპროფესიონალების მოსვლა საპასუხისმგებლო პოსტებზე. ფარული პროცესები, დანაშაულებები და ღალატის ფაქტები, განსაკუთრებით პოლიტიკურ ველსა და თანამდებობის პირებს შორის, აშკარა გახდება.

„ლილიტი“ ადამიანებს აიძულებს შეხვდნენ საკუთარ ილუზიებს - მათ, ვისაც ჰგონიათ, რომ იდეალურად მართავენ პროცესებს, შესაძლოა რეალურად საკუთარი ხელით დაანგრიონ შექმნილი სისტემა. მოსალოდნელია უკუდურესობებში გადავარდნა - ავტორიტარიზმსა და დიქტატორობას ან პასუხისმგებლობისგან გაქცევასა და ბავშვურ უუნარობას შორის. ასევე იმატებს შინაგანი სიცივე, ხისტობა და ემოციების დაბლოკვის ტენდენცია.

შავი მთვარის ტრანზიტები გვაჩვენებს იმას, რაც ჩალპა და გამოაშკარავებას საჭიროებს. მისი მთავარი ფუნქციაა, ამოტივტივდეს წლობით დაგროვილი ნაგავი, რათა საბოლოოდ მოხდეს გაწმენდა და კათარზისი“, - ჰყვება ასტროლოგი.

თამუნა აქუბარდიას თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც შავი მთვარის დაბრუნება აქვთ ანუ {დაბადებით ლილიტი თხის რქაში}, ასევე მათ, ვისაც პლანეტები თხის რქა-კირჩხიბის ღერძზე ჰყავთ განთავსებული.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: