Digest Logo

„ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა...“ - 4 აგვისტოს ენერგიები

1785830614
დღის ენერგიები

4 აგვისტო დღე, როცა სამყარო ნიშანს გამოგიგზავნით.

დღის ენერგიები: 4 • 4 • 8. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ინტუიციის, წინასწარმეტყველური სიზმრებისა და ბედისწერის მინიშნებებისთვის.

თუ დიდი ხანია ვერ გადაგიწყვეტიათ, როგორ მოიქცეთ, დღეს პასუხი შეიძლება სწორედ თქვენთან მოვიდეს.

დილიდანვე გულით მიმართეთ ღმერთს ან სამყაროს: „ღმერთო, სამყაროვ, მაჩვენე სწორი გზა. გამომიგზავნე ნიშანი“.

დღეს დიდი შანსია, რომ პასუხი მოვლენების, ადამიანების ან შინაგანი შეგრძნების სახით მიიღოთ.

🏃‍♀️ მაგრამ ჯერ აუცილებლად აიმაღლეთ ენერგია. ოთხიანის დღეებში ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ივარჯიშეთ, იცეკვეთ ან 3–5 საყვარელ სიმღერაზე.

📝 დღეს აუცილებლად დაწერეთ ხელით ფურცელზე თქვენი სურვილები, მადლიერება, გეგმები, მიზნები ან იმ საკითხის გადაჭრის ნაბიჯები, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. დღეს დაწერილი სიტყვები მიზნებისკენ უფრო სწრაფად წაგიყვანთ.

💰 რეალიზაციის რვიანის ენერგია ფინანსური ზრდის შესაძლებლობებს ხსნის. თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც სამსახურს, ფინანსებსა და განვითარებას უკავშირდება.

🎨 ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დღეში შემოიტანოთ შემოქმედებითი ენერგია. დახატეთ, გააფერადეთ, დაკავდით საყვარელი ჰობით.

თუ დრო არ გაქვთ, მანქანაში ან სახლში ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა და მთელი გულით იმღერეთ — ესეც დღის ენერგიის გააქტიურების შესანიშნავი გზაა.

ენდეთ თქვენს პირველ აზრს. დღეს სწორედ ის შეიძლება ყველაზე სწორი აღმოჩნდეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 3-9 აგვისტო - „ახალი რომანტიკული ნაცნობობის შანსიც გაქვთ“

⭕ „მღალატობდნენ და არ ვიცოდი...მატყუებდა, მაჯერებდა რომ არავინ არაა და ერთადერთი სიყვარული ვარ“ - ქეთევან ჯანდიერმა 4 წლიანი ურთიერთობა დაასრულა

⭕ „დამიჯერეთ...თქვენთვის ვამბობ“ - რას წერს გია ჯაჯანიძე