Digest Logo

„დამიჯერეთ...თქვენთვის ვამბობ“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1785819910
გიორგი ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას რჩევებს უზიარებს:

„1-ელი აგვისტო, კვირა. 2026 წელი. დრო ჩაირთო.

დაიწყო ამბავი სიმართლისა.

ეცადეთ დაჯერდეთ, იმას, რაც აქამდე იშოვეთ, ეცადეთ იყოთ ფხიზლად, ათასი თვალი და ათასი ყური გამოიბით და გაფრთხილდით, იმიტომ, რომ ათას ერთი თვალი გიყურებთ და ათას ერთი ყური გისმენთ.
ოპერაცია „ხმაურიანი ფულები”. 2 აგვისტოდან იწყება.

ადამიანები ვინც იქნება ჩართული კორუფციაში, ვინც თაღლითობს და უკანონოდ შოულობს ფულს, ყველა გამჟღავნდება და ყველა გაიშიფრება.

ყველას, აბსოლუტურად ყველას ამხელენ, დააბრუნებინებენ ყველაფერს უკან და საქვეყნოდ თავს ლაფს დაასხამენ.
ზოგს დაიჭერენ, ზოგს საქვეყნოდ თავის მოჭრას აკმარებენ.

როგორც გინდათ ჩათვალეთ: ჩემს წინასწარმეტყველებად, სიზმარში ვნახე და ვიცი, აუცილებლად ახდება, მოვიპოვე ინფორმაცია სანდო წყაროდან ან ვიტყუები და გაშინებთ.

ვწერ და დამიჯერეთ.

თქვენთვის ვამბობ.

თუ არ დამიჯერებთ არ დავეძებ.

„სადაც თქვენი დაიკვეხოთ, იქ ჩემიცა თქვით”.

ვინც სწორად, წესიერად და პატიოსნად ცხოვრობთ, ვინც შრომობთ და გადასახადებს არ მალავთ, ვისაც გული შეგტკივათ ადამიანებზე, მოუყევით ყველას, მოჰყევით ყველგან, გადააზიარეთ, გაუგზავნეთ ყველას, გაავრცელეთ ყველგან, უთხარით ყველას, დაარიგეთ, გააფრთხილეთ, შეაშინეთ, რათა არ ვნახოთ დაღუპული, თავმოჭრილი გაუბედურებული, განადგურებული ადამიანები.

თქვენი ნებაა, მაგრამ, რეპუტაცია ყველაფერს გერჩიოთ“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოცრად ლამაზია, შარმიანი“ - რა კადრებს აქვეყნებს ლიზა ყენია

რატომ არის თევზებისა და მორიელის წყვილი სამყაროს ყველაზე მისტიკური და ურყევი კავშირი?

„ნუ მისცემთ უფლებას სხვას, დაგარწმუნოთ, რომ თქვენი ემოციები „არასწორია“ - ფსიქოლოგის რეკომენდაციები